მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

2024 წლის ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდები

ნახვები: 685 2024 წლის ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდები

ბრენდის ღირებულება ნებისმიერი კომპანიის არამატერიალური აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილია. პატენტებისა და ბრენდების სახელების მსგავსი არამატერიალური აქტივები კომპანიის საერთო საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. საკონსულტაციო კომპანია Brand Finance-ის უახლესი კვლევის თანახმად, მსოფლიოში 100 ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდს ჯამურად 5 ტრილიონი დოლარის ღირებულება აქვს.

ბრენდის ღირებულებით პირველ ადგილს რეიტინგში 416.6 მილიარდი დოლარით Apple იკავებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის ღირებულება ერთწლიან ჭრილში 74%-ით, დაახლოებით 217 მილიარდი დოლარით გაიზარდა. Brand Finance-ის მიერ გამოკითხულების 50%-ის მოსაზრებით, მართალია კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქტები ძვირია, თუმცა, ხარისხის გათვალისწინებით, ამ ფასის გადახდა ნამდვილად უღირთ.

Apple-ის შემდეგ ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიებს შორის ასევე პოზიციონირებს:

Microsoft - $340.4 მლრდ
Google - $333.4 მლრდ
Amazon - $308.9 მლრდ
Samsung Group - $99.4 მლრდ

ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების წლევანდელ რეიტინგში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნება. თუკი გასულ წელს, ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანია Tesla მე-9 პოზიციას იკავებდა, წელს ის ათეულის მიღმა აღმოჩნდა და მე-18 ადგილზე ჩამოქვეითდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ გასულ წელთან შედარებით ბრენდის ფასი 12%-ით, 58.3 მილიარდი დოლარამდე შემცირდა.

ეს მოცემულობა ბაზარზე ახალი და უფრო ხელმისაწვდომი ელექტრომობილების გამოჩენას უკავშირდება, ამ მხრივ განსაკუთრებულ აღნიშვნას BYD იმსახურებს, რომელიც 2023 წელს მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია გახდა. BYD-ის აღმასვლა ცხადია უპირველესად ჩინეთის ბაზარზე მოთხოვნის ზრდას უკავშირდება, გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში გაყიდული ავტომობილების მესამედი - ელექტრომობილი იყო.

წლევანდელ რეიტინგში ღირებულების ყველაზე მკვეთრი, 163%-იანი ზრდის მაჩვენებელი Nvidia-ს აქვს. კომპანიის ღირებულების აღმასვლა ხელოვნური ინტელექტის ბუმის გავლენით, ჩიპებზე მოთხოვნის კოლოსალურად ზრდამ განაპირობა. Nvidia მსოფლიოს 100 ყველაზე ძვირად ღირებულ ბრენდს შორის 30-ე ადგილს იკავებს.

გეოგრაფიულ არეალს რომ გადავხედოთ, აშშ-ის დომინირება აშკარად შესამჩნევია. ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების ნახევარი, რომელთა საერთო ღირებულებაც 3 ტრილიონ დოლარს აჭარბებს, სწორედ შტატებშია დაფუძნებული.

BM.GE

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა