მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

კვარაცხელიამ გაიტანა - „ნაპოლიმ“ „ვერონა“ დაამარცხა

ნახვები: 729 კვარაცხელიამ გაიტანა - „ნაპოლიმ“ „ვერონა“ დაამარცხა

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში მორიგი გოლი გაიტანა და „ნაპოლის“ გმირი გახდა „ვერონასთან“ შეხვედრაში, რომელიც ქართველის გუნდმა 2:1 მოიგო.

იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრას ნეაპოლელებმა „სტადიო მარადონაზე“ უმასპინძლეს. ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც წინა ტურში „ლაციოსთან“ მატჩი ყვითელი ბარათების სიმრავლის მიზეზით გამოტოვა, ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა.

მასპინძლებმა პირველი წუთებიდან „ვერონაზე“ ზეწოლა სცადეს. ყველაზე მწვავედ ხვიჩა უტევდა – ქართველმა თავდამსხმელმა ორჯერ სცადა კარის აღება, მაგრამ ორივეჯერ სტუმრები მეკარე ლორენცო მონტიპომ გადაარჩინა.

„ნაპოლიმ“ მეორე ტაიმში უფრო აგრესიულად შეუტია და გატანის რეალური შანსი ჰქონდა. კვარაცხელია კვლავ აქტიურობდა, რამდენიმეჯერ სცადა კარის აღება, მაგრამ მცველები დარტყმას ბლოკავდნენ. 59-ე წუთზე კი მცველს ეფექტურად გასცდა, მაგრამ მახვილი კუთხიდან კარს ააცილა.

თუმცა, „ვერონა“ სახიფათო კონტრშეტევების განხორციელებას ახერხებდა და ანგარიშიც გახსნა. სტუმართა შეტევა 72-ე წუთზე დიეგო კოპოლამ დააგვირგვინა, მაგრამ შვიდ წუთში ნეაპოლელების შეტევა გუნდის ახალწვეულმა, სირილ ნგონგემ დაასრულა და სადებიუტო გოლით წონასწორობა აღადგინა.

„ნაპოლის“ მოგების რეალური შანსი ჰქონდა. 83-ე წუთზე კვარაცხელიამ მცველს ბურთი წაართვა და მეკარესთან ერთი-ერთზე ჯოვანი სიმეონე დატოვა, მაგრამ არგენტინელმა თავდამსხმელმა შანსით ვერ ისარგებლა. თუმცა, ბოლოს მონდომება მაინც დაუფასდა და თავად გაიტანა – 86-ე წუთზე ხვიჩამ ბურთი საჯარიმოსთან მიიღო და შორიდან ეფექტური გასროლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1.

23 ტურის შემდეგ „ნაპოლიმ“ 35 ქულა დააგროვა და სერია A-ში ​ მეშვიდე ადგილზე დაწინაურდა, ხვიჩას კი მიმდინარე სეზონში ექვსი გოლი და სამი საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა