რობინ დანიგანი - ჩვენ ყველა გავხდით მოწმე, როგორ იძალადა პოლიციამ პროტესტის დაკავებულ მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
მაია სანდუ - საქართველოს მომავალი ევროპაშია და ამას მათ ვერავინ წაართმევს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - უკრაინა იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028 წლამდე შეაჩეროს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე
გიორგი გახარია - როდემდე შეიძლება ამ ცირკში ვიყოთ?
მეუფე საბა - საქართველოს სახელმწიფო იმსახურებს ნათელ, ევროპულ მომავალს
გიორგი გახარია - მივმართავ დასავლელ პარტნიორებს, გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს და არ მისცენ ლეგიტიმაცია გაყალბებულ არჩევნებს
ნათია მეზვრიშვილი - საჯარო მოხელეებო, ზუსტად ვიცი ხვდებით, რომ გუშინ ფორმიანების უკან რუსული ძალა იდგა

ჰიპოპოტამი „ბეგი" მზიურის პარკში

22.11.2020 ნახვები: 677

ავტორი: დავით ბუხრიკიძე

ახალგარდა და უკვე ცნობილი სკულპტორისა და მოქანდაკის, ერეკლე წულაძის ნამუშევარი ჰიპოპოტამი „ბეგი" მალე მზიურის პარკში დაიკავებს დგილს. ოქტომბერში დასრულდა კონკურსში, რომელშიც თბილისის მერიამ ერთი წლით ადრე გამოაცხადა და რომელიც 2015 წლის 13 ივნისს მომხდარ წყალდიდობის ტრაგედიას მიძღვნა.
კონკურსში ორმოცდაათამდე ხელოვანი მონაწილეობდა, თუმცა ხმათა უმრავლსობით არჩევანი ერეკლე წულაძის ნამუშევარზე შეჩერდა. თბილისის ზოოპარკის ბინადარი - ჰიპოპოტამი ,,ბეგი", რომელიც 2015 წლის ტრაგედიის შემდეგ ლამის მთელმა მსოფლიომ გაიცნო, განახლებულ მზიურის პარკში დაიდგმება. მალე მისი ნახვის საშუალება დამთვალიერებელსაც ექნება.
ქანდაკება უჟანგავი და უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან, თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით დამზადდება და ჩამოისხმება ჩინეთში, ქალაქ შანხაიში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, გარე სივცესა თუ ინტერიერში მსგავსი ტიპის ნამუშევარი პირველად დაიდგმება. ,,ჰიპოპოტამი ბეგი" დახლოებით 3 მეტრის სიმაღლისაა და მისი ძირი და ფონი ხელოვნური ქვიშით დაიფარება.
ერეკლე წულაძე უკვე ათ წელზე მეტია მუშაობს თანამედროვე ფორმებითა და მასალებით. ორი პერსონალური გამოფენაც მოასწრო და შექმნილი აქვს ნათელი და გამჭვირვალე ფერის აბსტრაქტული ნამუშევრების მთელი სერია, რომელიც უჟანგავი ფოლადის, ანუდირებული მეტალის, ბროლის, ხელოვნური ქვის და სხვა თანამედროვე მასალისგან მზადდება.
2019 წლის ნოემბერში თბილისის ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში მოეწყო ერეკლე წულაძის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით "ერეკლექტიკა", სადაც ბოლო სამი წლის განმავლობაში შექმნილი 50-ზე მეტი სკულპტურული ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. გამოფენის მთავარი სათქმელი კი პერსონალური ცნობიერებისა და გმირის ეკლექტიკურ სამყაროსთან შერწყმაა.

„ერეკლე წულაძის ქანდაკებები საშუალებას აძლევს ადამიანებს დაინახონ საკუთარი თავი და შეცდომები. ასევე დააფიქროს ისინი საკუთარ შეხედულებებზე. მისი ნამუშევრები ნათელი ფერიდან გამომდინარე, სინათლისა და სიცხადის სიმბოლოა. ახალგაზრდა მოქანდაკის ინსპირაციის წყარო ზამთრის თოვლიანი დღეებია, როდესაც თოვლის მოსვლის შემდეგ დიდ თოვლის ბაბუებს დგამდა. პირველი ხელოვნური ქანდაკების შექმნაც სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება. ამიტომაც გასდევს თეთრი ხაზი მის შემოქმედებას და ნამუშევრების დიდი ნაწილიც თეთრი ფერისაა" - აღნიშნულია ამ გამოფენისადმი მიძღვნილ პრეს-რელიზში.
შეიძლება ითქვას, რომ ერეკლე წულაძე ოჯახურ ტრადიციებს აგრძელებს: ბაბუა ცნობილი არქიტექტორი იყო; მამა და ბიძაც მოქანდაკეები არიან. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ საკუთარი ბედი და პროფესია არქიტექტურას დაუკავშირა. მისი პედაგოგი, ბეჟან სულხანიშვილი მუდმივად ახალისებდა და ხელს უწყობდა ახალგაზრდა არქიტექტორის თამამ და ორიგინალურ იდეებს. შესაბამისად, არც თანამედროვე მასალებთით მუშაობა და თანამედროვე ფორმებით ტრანსფორმირება გასჭირვებია.
სხვათა შორის, ბათუმში დადგმული მისი ქანდაკება ,,მე შენ და ბათუმი" დღემდე ერთ-ერთ საყვარელ ნამუშევრად და ადგილად რჩება ბათუმში ჩასული ვიზიტორებისთვის. შემდეგ მთელი სერია შექმნა ნათელი, უალტერნატივო და უჟანგავი ფიოლადისაგან. ასევე იყენებს ანუდირებულ მეტალს, ხელოვნურ ქვას და ქვიშას. ამ მასალების გამოყენება გასული საუკუნო 90 იანი წლებიდან დაიწყეს, თუმცა ქართველმა მოქანდაკემ ამ მასალებს 21-ე საუკუნეში სხვა სული ჩაბერა და ორიგინალური ნამუშევრების მთელი სერია შექმნა.
სკულპტურა "გურულები ამერიკაში" ერეკლე წულაძემ 2013 წელს შექმნა, ცნობილი გურული მხედრების ინსპირაციით. ისინი 1892 წელს, ამერიკელი შოუმენის, ბაფალო ბილი ქოუდის 'ველური დასავლეთის შოუში" მონაწილეობდნენ და თავბრუდამხვევი ილეთებით არა მხოლოდ მაყურებლის, არამედ ამერიკელი კოვბოების აღფრთოვანებაც დაიმსახურეს...

ერეკლე წულაძის ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია დადგმული - ჩინეთში, იაპონიაში, ისრაელში, ამერიკაში, კანადაში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში, იტალიშია, ყაზახეთში თუ ბალტიის ქვეყნებში. ისინი როგორც კერძო გალერეებსა თუ კოლექციებში, ასევე ცნობილი სასტუმროების გარე და შიდა ინტერიერებშია განთავსებული.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა