მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

რიში სუნაკი - ბრიტანეთის პოზიცია პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა

ნახვები: 701 რიში სუნაკი - ბრიტანეთის პოზიცია პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა

ბრიტანეთის პოზიცია პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა. სუნაკმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ ქემერონის თქმით, ბრიტანეთს შეუძლია, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ოფიციალურად აღიაროს პალესტინის სახელმწიფო ისე, რომ არ დაელოდოს, რა შედეგს მოიტანს ისრაელსა და პალესტინას შორის მრავალწლიანი მოლაპარაკება ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის შესახებ.

„პოზიცია, რომელიც მთავრობას უკვე დიდი ხანია, უკავია არის ის, რომ ჩვენ ვაღიარებთ პალესტინის სახელმწიფოს მაშინ, როდესაც ეს ხელს შეუწყობს სამშვიდობო პროცესებს. ვფიქრობ, რომ ქემერონის სიტყვები ზედმეტად ინტერპრეტირებული იყო“, – თქვა სუნაკმა.

​ბრიტანეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ახლა უფრო მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება უნდა მოხდეს, როგორებიცაა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი ხალხის გათავისუფლება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა