ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

თუ შერიგების თემა გადის იმაზე, რომ სააკაშვილი უნდა გამოვუშვათ, ჩემთვის მიუღებელია -ირაკლი ზარქუა

ნახვები: 493 თუ შერიგების თემა გადის იმაზე, რომ სააკაშვილი უნდა გამოვუშვათ, ჩემთვის მიუღებელია -ირაკლი ზარქუა

„როგორ შეიძლება ქართველი ადამიანი შერიგების წინააღმდეგი იყოს",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის ინიციატივას შერიგების პროცესის დაწყებაზე.

ზარქუა აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" შერიგება ჰგონია, რომ ის რაც ხდებოდა, უნდა დავივიწყოთ და მიშა გამოვუშვათ ციხიდან.

„როგორ შეიძლება ქართველი ადამიანი შერიგების წინააღმდეგი იყოს. ჩვენი მრწამსი, ქრისტიანობა, კულტურა სწორედ შემწყნარებლობაზე, შენდობაზე და განსხვავებული აზრის პატივისცემაზე დგას. „ნაციონალურ მოძრაობას" შერიგება ჰგონია, რომ ის რაც ხდებოდა, უნდა დავივიწყოთ და მიშა გამოვუშვათ ციხიდან. ეს არ არის სწორი დეფინიცია, არც სამართლიანი დეფინიცია შერიგების. არასწორად ესმით შერიგების დეფინიცია. მე ასე მესმის, რომ იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობას ატერორებდნენ, მწვალებლობა, მთელი ამბები იყო, ვსხედვართ კომიტეტებში, გვაქვს სჯა-ბაასი და რიგ შემთხვევებში მათ ინიციატივებსაც კი მხარს ვუჭერთ. ამიტომ ჩვენ ამის პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ არ გვჭირდება შერიგება, მოსახლეობის უმრავლესობასთან სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას" შერიგება. მე შერიგება არ მესმის ისე, რომ სააკაშვილი უნდა გამოუშვათ ციხიდან. თუ შერიგების თემა გადის იმაზე, რომ სააკაშვილი უნდა გამოვუშვათ, ჩემთვის მიუღებელია. ჩემთვის მისაღებია, რომ გამოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა", აღიაროს დანაშაული, ელაპარაკოს საზოგადოებას, ეს არის და ეს, თორემ მე პირადად შესარიგებელი არაფერი მაქვს, არც მოსახლეობასთან, რადგან მერვე არჩევნებს ჩემი პარტია და ჩემი გუნდი იგებს, აგებს „ნაციონალური მოძრაობა". ეს იმას ნიშნავს, რომ არ მიიღო სააკაშვილის დეფინიცია მოსახლეობამ, რომ შეცდომა იყო. შეცდომა კი არ იყო, დანაშაულები იყო ჩადენილი და ამის აღიარება არ უნდათ. გიზუსტებთ: თუ ზურაბიშვილის შემოთავაზება ნიშნავს, რომ ჩვენ პოლიტიკურმა გუნდმა ვაპატიოთ სააკაშვილს და ციხიდან გამოვუშვათ, ეს მიუღებელია ჩემთვის,"- განაცხადა ზარქუამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა