მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება საგრძნობლად ცვლის სიტუაციას რეგიონში - ფაშინიანი

ნახვები: 689 საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება საგრძნობლად ცვლის სიტუაციას რეგიონში - ფაშინიანი

"საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება საგრძნობლად ცვლის სიტუაციას რეგიონში", - ამის შესახებ განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გააკეთა.

ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში სომხეთის ურთიერთობა ბევრ ქვეყანასთან, მათ შორის სამხრეთ კავკასიის რეგიონში შეცვლილია.

"მნიშვნელოვანი რეალობა შეიცვალა. და ერთ-ერთი მათგანია საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, რაც ობიექტურად აისახება რეგიონზე. ახლა ირკვევა, რომ სომხეთის მეზობელი ქვეყნებიდან ორს აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და თუ ადრე შეიძლებოდა გვეთქვა "სად არის ევროკავშირი და სად არის ჩვენი რეგიონი?" ახლა, ფაქტობრივად, ევროკავშირი - ეს ჩვენი რეგიონია", - განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა