მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ვენაცვალე რეგლამენტს, ორი დღეა შემიძლია ვაკრიტიკო წულუკიანი ისე, რომ ვერ მცემს პასუხს - რისი შიში აქვს ელისაშვილს?!

ნახვები: 707 ვენაცვალე რეგლამენტს, ორი დღეა შემიძლია ვაკრიტიკო წულუკიანი ისე, რომ ვერ მცემს პასუხს - რისი შიში აქვს ელისაშვილს?!

წულუკიანს სატევარივით აქვს ენა და სიტყვა მომარჯვებული - პაპუაშვილმა მიკროფონი თუ ჩაურთო, დავიღუპე, ისეთ ჭრილობებს მომაყენებს, რომ სისხლის გუბეები დადგება, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

ალეკო ელისაშვილის თქმით, თუ კულტურის მინისტრობის კანდიდატი, თეა წულუკიანი იმავე მეთოდებით აპირებს მინისტრობას, რა მეთოდებსაც აქამდე იყენებდა, ეს ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.

„თქვენ თუ ისეთივე მეთოდებით აპირებთ მინისტრობას, როგორც აქამდე იყავით კულტურის მინისტრი, ეს იქნება კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის და იმ სფეროსთვის, რომელსაც ხელმძღვანელობთ. არქეოლოგების დარბევა ასე მაუზერით და ნაგანით, მწერალთა სახლის დარბევა და სხვა, არ შეიძლება და იმიტომაცაა, რომ საკუთარ პოლიტიკურ გუნდს პრობლემებს უქმნით და ქვეყანასაც. ორი დღეა ამაზე მეცინება, ვენაცვალე ჩვენს პარლამენტის რეგლამენტს, ორი დღეა შემიძლია ვაკრიტიკო თეა წულუკიანი ისე, რომ ვერ მცემს პასუხს. მაგარი ამბავია ეს. რაც მართალია მართალია, სატევარივით კი აქვს ხოლმე ენა და სიტყვა მომარჯვებული და ახლა პაპუაშვილმა მიკროფონი თუ ჩაურთო, დავიღუპე, ისეთ ჭრილობებს მომაყენებს, რომ სისხლის გუბეები დადგება აქ, მაგრამ რეგლამენტი უნდა დავიცვათ და მოგიწევთ ცალმხრივად ჩემი კრიტიკის მოსმენა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ფორმაში არ არის, „დალეწილია, დარეტიანებული“ და საჭიროა სათანადოდ მოემზადოს.

„არჩევნები გველის წინ. სინამდვილეში ჩვენც კაი დალეწილები ვართ აქეთ. დარეტიანებულები დავდივართ. ახლა რომ აქ ბაქი-ბუქი ავტეხო, ბეჭებზე დაგდებთ 26 ოქტომბერს-თქო, მთლად ასე ვერ გამოვა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, ალეკო ელისაშვილმა საკუთარ ჩაცმულობაზე ისაუბრა და შალვა პაპუაშვილს აღნიშნულთან დაკავშირებით შენიშვნა გაახსენა.

„პარლამენტის რეგლამენტში წერია, რომ სხდომათა დარბაზში ან უნდა გეცვას საქმიანად ან შემოსილი უნდა იყო ეროვნული სამოსით. ორი დღის წინ მეგონა, რომ საქმიანად მეცვა, მაგრამ თურმე ნურას უკაცრავადო, პარლამენტის თავმჯდომარემ ტანსაცმელი დამიწუნა და მითხრა, რომ როგორ დადიხარ, ასე არ შეიძლებაო. კიდევ კარგი არ გამაგდეს დარბაზიდან. მთელი დღეა ვნერვიულობ ბატონო შალვა, შესაბამისად თუ მაცვია და რამე წუნს ხომ არ დაუდებთ ამ ჩემს ჩოხა-ახალუხს, წუღამესტებს და ჩექმას“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატ ალეკო ელისაშვილს რეგლამენტის 84-ე მუხლის მეშვიდე პუნქტის დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა: „სხდომათა დარბაზში მყოფთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო - საქმიანი ან ეროვნული - მე თქვენს ჩაცმულობაში რაიმე საქმიანი და საპროტოკოლო ვერ დავინახე და მაინც და მაინც ჩოხა-ახალუხსა და ხმალ-ხანჯალსაც ვერ გატყობთ“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა