მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

2023 წელს პენსიონერთა რაოდენობა 838 097-მდე გაიზარდა

ნახვები: 707 2023 წელს პენსიონერთა რაოდენობა 838 097-მდე გაიზარდა

2023 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა რაოდენობა 838 097-მდე გაიზარდა. საქსტატმა დღეს სოციალური დაცვის მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებს ეფუძნება.

სტატისტიკის მიხედვით, პენსიის მიმღებ პირთაგან 71.1% ქალია, ხოლო 28.9% - კაცი. პენსიის მიმღებთა 30.3% თბილისშია, 15.8% - იმერეთში, 10.5% სამეგრელო-ზემო სვანეთში, 10% - ქვემო ქართლში, 8.7% - კახეთში, დანარჩენ რეგიონებში კი ჯამში 24.8%.

ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს 838 097 პენსიონერზე გასულ წელს პენსიის სახით 280 154 560 ლარი გაიცა. გაზრდილია გაცემული პენსიის მოცულობაც. 2022 წელს ქვეყანაში 222 850 163 ლარი 792 980 პენსიონერზე გაიცა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა