მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ირაკლი ზარქუა მამუკა ხაზარაძეს - „მუსტანგის“ მართვა ვერ შეძელი, ცეცხლი წაუკიდე და გგონია, ქართული საზოგადოება ქვეყნის მართვას განდობს?

ნახვები: 698 ირაკლი ზარქუა მამუკა ხაზარაძეს - „მუსტანგის“ მართვა ვერ შეძელი, ცეცხლი წაუკიდე და გგონია, ქართული საზოგადოება ქვეყნის მართვას განდობს?

ბატონო ხაზარაძე, შენ გგონია ქართული საზოგადოება ქვეყნის მართვას განდობს?! „მუსტანგი“ ვერ გიმართია! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შემდეგ მოსკოვში წავა.

ზარქუას განცხადებით, ხაზარაძეს პოლიტიკიდან ბიზნესში დაბრუნება მოუწევს.

"ლელოს" განცხადება მოვისმინე, ბატონმა ხაზარაძემ ბრძანა, ჩვენ ცალკე ვართ "ნაცებისგანო", ჩვენს ლიდერს კვირებს უთვლის და შემდეგ მოსკოვში მოუწევს წასვლაო - „ლელო“, რომელიც წლების განმავლობაში იყო შეზრდილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ადეიშვილთან და ერთობლივად არეკეტებდნენ საზოგადოებას. ახლა ამას ჰგონია, რომ დაგვავიწყდა და ახლა ემიჯნება. თურმე ახლა არის მიუღებელი "ნაცები" „ლელოსთვის“ და გახარიასთვის.

ერთ რამეს გეტყვი ბატონო ხაზარაძე: „მუსტანგის“ მართვა ვერ შეძელი, ცეცხლი წაუკიდე და ვნახეთ შენი მართვის მეთოდები. შენ გგონია, ქართული საზოგადოება ქვეყნის მართვას განდობს?! – „მუსტანგი“ ვერ გიმართია, გამართული ამერიკული მანქანა.

არჩევნების შემდეგ ისევ მშვიდობის და ეკონომიკური განვითარების პარტია დავრჩებით ხელისუფლებაში, ხოლო შენ მოგიწევს გადანაცვლება ისევ ბიზნესში. სესხის გაცემა, მიღება, ვაჭრობა - ეს შენი თემაა, იქ კარგად გრძნობ თავს, წარმატებულადაც და იქ იქნები, სადაც შენი ადგილია. დარწმუნდები, რომ პოლიტიკაში ხელმოცარული ხარ. დაკვეთა რაც გაქვთ პატრონებისგან, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ჩაენაცვლოთ, მარგინალები გახდეთ და რევოლუციონერები, არ გამოგივათ! თქვენზე უფრო დიდი დაფინანსება ჰქონდათ "ნაცებს" და თქვენზე დიდი მხარდაჭერა „გლობალური ომის პარტიიდან“, მაგრამ ვერაფერი გააწყვეს, რადგან საზოგადოებამ გაშიფრა ისინი, ისევე, როგორც თქვენც ხართ გაშიფრული. "ნაცები" და ნეონაცები ყველა ერთად აგერ, სალომეს ფანჩატურში მიბრძანდით, იქ გელოდებით", - განაცხადა ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა