მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

გიორგი ფანცულაია - დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობიდან ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა

ნახვები: 703 გიორგი ფანცულაია - დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობიდან ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზის საპატიმროდან გათავისუფლება ე.წ. უდოს კომისიის საშუალებით მოხდა.

როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მამალაძეს, დაახლოებით 1 წელი და 9 თქვე ჰქონდა დარჩენილი პატიმრობის მოხდამდე.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ნამდვილად გამოვიდა. გამოვიდა უდოს კომისიის საშუალებით. რამდენიმე საათის წინ მოხდა მისი გამოშვება საპატიმროდან და, შესაბამისად, ოფიციალური დეტალები არ ჩაგვბარებია, მაგრამ შემიძლია დაიდასტუროთ, რომ დღეს საღამოს გამოვიდა.

დეკანოზს, დაახლოებით 1 წელი და 9 თქვე ჰქონდა დარჩენილი“,- განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა