მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანია „ვიზას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ნახვები: 426 ეკონომიკის სამინისტროსა და კომპანია „ვიზას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გლობალური გადახდების ტექნოლოგიების კომპანია „ვიზას" შორის თანამშრომლობისა და პროგრამების ხელშეწყობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

ეკონომიკის სსამინისტროს ცნობით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და კომპანია „ვიზას" რეგიონალურმა ხელმძღვანელმა დიანა კიღურაძემ.

უწყებაში აღნიშნავვენ, რომ მემორანდუმის მიზანია დიალოგებისა და პროგრამების ხელშეწყობს შემდეგ საკითხებში - საერთო პრიორიტეტების ერთმანეთისთვის გაზიარება, საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და ზრდის მხარდასაჭერად გადახდის ინოვავიური ტექნოლოგიების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და მეწარმეებისთვის ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარება და ფინანსური ინფორმაციის მიწოდება. მემორანდუმის ფარგლებში მცირე და საშულო ბიზნესის მხარდასაჭერად ვიზა და „აწარმოე საქართველოში" ციფრული ტრანსფორმაციის დასაჩქარებლად განახორციელებენ საგანმანათლებლო პროგრამებს. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით კი შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირების მიზნით, დაიგეგმება ერთობლივი მარკეტინგული კამპანიები, ხოლო საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიების ეფექტურად დაგეგმვის მიზნით, ვიზა გარკვეული პერიოდულობით გაუზიარებს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მონაცემებს (Big Data) მიზნობრივი მარკეტინგული ბაზრების შესახებ.

ნათია თურნავას თქმით, „ვიზას" მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობითაც აეწყობა ჩვენი ტურისტული პოლიტიკის გეოგრაფია და სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება ტურისტული არეალის დივერსიფიკაციას და მეტი ტურისტის მოზიდვას.

„ასევე მნიშვნელოვანი ინიციატივა აქვს „ვიზას" საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის დიჯიტალიზაციასთან დაკავშირებით. სხვადასხვა პლატფორმისა და პროცესის გაციფრულება და მეტი დიჯიტალიზაცია დღეს, განსაკუთრებით პოსტკოვიდ ვითარებაში, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი პრიორიტეტია. მინდა მადლობა გადავუხადო „ვიზას" ამ დროული ინიციატივისა და ჩვენი მხარდაჭერისთვის", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა