ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ილია თოფურია - მინდა, საქართველოს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის

ნახვები: 750 ილია თოფურია - მინდა, საქართველოს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ჰყავს. MMA-ის ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის გამართულ ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.

ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თოფურიამ განაცხადა, რომ კარიერის დასაწყისიდანვე მისი მიზანი UFC-ის ჩემპიონობა იყო. მან ასევე ქართველ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა მაქვს დრო, ეს წარმატება ჩემი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად აღვნიშნო.

პირველ რაუნდში ის ძალიან სწრაფი იყო. შესანიშნავად მოძრაობდა, ფეხებს კარგად იყენებდა, გამაოცა კიდეც. დრო დამჭირდა, რათა შემესწავლა, ხოლო მეორე რაუნდში ნოკაუტი შევასრულე.

ჩემს მომენტს ველოდებოდი. ბრძოლის დასაწყისიდანვე ჩემი გეგმა გრძელ კომბინაციებს უკავშირდებოდა, რადგან ასეთ დროს ძნელად წასაკითხი იქნებოდა მისთვის ჩემი მოქმედებები.

ვიტყოდი, რომ ვოლკანოვსკისთან კიდევ ერთხელ შეიძლება ბრძოლა ამჯერად ქამრის დასაცავად, რადგან კარგი ადამიანი და შესანიშნავი მებრძოლია, თუმცა ახალი თაობის დროა, ახალი სახეების. ჩემი საქმე კი ბრძოლაა, ვისთან დაპირისპირებასაც შემომთავაზებენ, მასთან ვიბრძოლებ.

სამომავლო გეგმა ამ მომენტში დასახული არ მაქვს. კარიერის დასაწყისიდანვე ჩემი მიზანი UFC-ის ჩემპიონობა იყო. სახლში დავბრუნდები, დავისვენებ, ყველაფერს გავაანალიზებ და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თოფურიამ.

შემდეგ ილია თოფურიამ გულშემატკივრებს ქართულად მიმართა: „მინდა, ჩემს პატარა საქართველოს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, რადგან თქვენ ყოველთვის ჩემ გვერდით დგახართ. მიყვარხართ, ერთი სული მაქვს ჩამოვიდე და ერთად ვიზეიმოთ ეს გამარჯვება“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა