ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

Marca - მბამპე მადრიდის რეალის კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება

ნახვები: 749 Marca - მბამპე მადრიდის რეალის კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე 1 ივლისიდან „რეალის“ ფეხბურთელი გახდება.

როგორც გაზეთი Marca წერს, 25 წლის ფეხბურთელმა ორი კვირის წინ 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი მადრიდულ კლუბთან. წყაროს ცნობით, მბაპე „რეალის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. ფრანგის სუფთა ხელფასი 15-20 მილიონის დიაპაზონში იქნება, რასაც დაემატება სხვადასხა ბონუსი მიღწევების მიხედვით.

გარდა ამისა, მბაპე მიიღებს ბონუსს „რეალთან“ კონტრაქტის გაფორმებისთვის. ასე რომ, გადასახედების გადახდის შემდეგ ფორვარდის წლიური შემოსავალი, დაახლოებით, 50 მილიონ ევროს გაუტოლდება.

შეგახსენებთ, რომ მბაპემ რამდენიმე დღის წინ აცნობა „პარი სენ-ჟერმენს“, რომ ამ სეზონის შემდეგ დატოვებს კლუბს. მისი კონტრაქტი პარიზელებთან 30 ივნისს იწურება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა