მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ყველა ხელისუფლება ვალდებულია, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა გააგრძელოს-შალვა პაპუაშვილი

ნახვები: 432 ყველა ხელისუფლება ვალდებულია, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა გააგრძელოს-შალვა პაპუაშვილი

„ „ნაციონალურ მოძრაობას", თუ შევხედავთ, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ისინი ცდებოდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ ღირებულებებს",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მანიფესტს.

მისივე თქმით, სწორედ „ქართულმა ოცნებამ" მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას და ვიზალიბერალიზაციას.


„ჩვენი სამხედრო თანამშრომლობა ამ კუთხით არის უფრო მჭიდრო და გაძლიერებული. ყველაფრის დაგვირგვინება ისიც იყო, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია კონსტიტუციაში კონსტიტუციურ ვალდებულებად ჩაწერა „ქართულმა ოცნებამ", იმისთვის, რომ არც ერთმა ხელისუფლებამ არ გადაუხვიოს ამ გზას და ეს კონსტიტუციური ვალდებულება იყო. ყველა ხელისუფლება ვალდებულია, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა გააგრძელოს.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას", თუ შევხედავთ, ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ისინი ცდებოდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ ღირებულებებს და მათი ოპოზიციაში ყოფნის ყოველი დღეც ამის დასტურია. მათ შორის დღევანდელი დღეც. მათი ქცევა, რომ ისინი არანაირად არ იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის ღირსებაზე, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიაზე. არც ერთი ეს ცნება მათთვის ახლო არ არის", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა