მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ზონალურ-საათობრივი პარკირების დღეს არსებული ყველა შესაძლებლობა და ფასი უცვლელი დარჩება-ირაკლი ხმალაძე

ნახვები: 430 ზონალურ-საათობრივი პარკირების დღეს არსებული ყველა შესაძლებლობა და ფასი უცვლელი დარჩება-ირაკლი ხმალაძე

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების დღეს არსებული ყველა შესაძლებლობა და ფასი უცვლელი დარჩება.

როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუმარტა, პარკირების სატარიფო პაკეტს მსურველებისთვის ემატება მხოლოდ ვადიანი აბონიმენტები, რაც უმეტესად ბიზნესსექტორისა და ორგანიზაციებისთვის არის გათვლილი.

მისვე თქმით, მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ, ისარგებლონ პარკირების იმავე ფასებით, რომლითაც აქამდე სარგებლობდნენ.

„ზონალურ-საათობრივი პარკირების ტარიფებში ცვლილებები დაგეგმილი არ არის. მისი ღირებულება ისევ ერთი ლარია, წლიური სააბონიმენტო კი, კვლავ 50 ლარი ღირს. ჩვენ სიახლის სახით შევთავაზეთ ბიზნესსექტორს, რაც მათი მოსაზრებაც იყო, რომ თუ მაგალითად, კომპანია გადაიხდიდა 800 ლარს სატრანსპორტო საშუალებაზე წლის განმავლობაში, საათობრივი საფასური მისთვის მთელი წელი ყოფილიყო უფასო. შესაბამისად, წარმოვადგინეთ რამდენიმე პაკეტი საკრებულოში - ეს არის ერთწლიანი, ექვსთვიანი, ერთთვიანი და ერთდღიანი პაკეტები, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ მსურველებმა. ეს არ არის სავალდებულო. ყველა არსებული პირობა, ოფცია და ფასები, რომელიც დღეს და დღემდე მოქმედებდა, ისევეა შენარჩუნებული, უბრალოდ დამატებითი ოფციის სახით, შემოტანილია წლიური, ექვსთვიანი, ერთთვიანი და ერთდღიანი აბონემენტები, რომელთა შეძენა შეუძლიათ ორგანიზაციებსა და ბიზნესსექტორს, სურვილის შემთხვევაში.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სხვა დანარჩენი პირობები - ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური და წლიური 50-ლარიანი სააბონემენტო კვლავ ძალაში რჩება", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა