სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ ხელმძღვანელად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა – გიორგი პატარიძემ თანამდებობა პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ დატოვა
Sybiha reacts ironically to idea of nominating Orbán for UN Secretary-General
Zelensky: Hegseth’s approval for Patriot missiles has been pending for nearly a month
პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა – მანამდე პროკურატურამ მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
ზაზა ბიბილაშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ნიშნავს
პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს – გიორგი პატარიძის საკითხზე იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართეს
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმიდან წამოვა ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს – ქვეყანა სრული გაპარტახებისკენ მიდის
გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს

„თიბისი“ თანამშრომლებს დამატებით სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევას სთავაზობს

ნახვები: 497 „თიბისი“ თანამშრომლებს დამატებით სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევას სთავაზობს

„თიბისისთვის“ თანამშრომლებზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი მისიაა, სწორედ ამიტომ, სტანდარტული ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა, რომლითაც ოჯახის წევრის დაზღვევაც შეუძლიათ, „თიბისელებს“ დამატებით სიცოცხლისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევას სთავაზობს.

ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კრიტიკული დაავადების დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, დაზღვევის ფარგლებში, თანამშრომელი ფიქსირებულ კომპენსაციას იღებს. ეს შეიძლება იყოს როგორც მკურნალობის დაფინანსება, ისე ოჯახის კეთილდღეობისთვის გამოყენებული თანხა.

„თიბისის“ ადამიანური კაპიტალის მიმართულების უფროსი, გვანცა მურღვლიანი აღნიშნავს, რომ „თიბისელების“ ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

„თიბისელების“ კეთილდღეობა, მათთვის კომფორტული, სანდო და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა ჩვენი პრიორიტეტია, რასაც მათთვის სხვადასხვა უპირატესობის შექმნით ვაღწევთ. „თიბისელების“ ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა, ჩვენთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, „თიბისელებს“ ჯანმრთელობის სხვადასხვა ბენეფიტებს ვთავაზობთ და მუდამ ვფიქრობთ, დამატებით რა პროექტები და აქტივობები შევქმნათ“, - განაცხადა გვანცა მურღვლიანმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „თიბისი“ აქტიურად ზრუნავს თანამშრომლებში მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე. ამ მიზნით, „თიბისელების“ მენტალური ჯანმრთელობის პროგრამა შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც აქტიურად ტარდება თერაპიული "ვორქშოპები", ფსიქოლოგებთან შეხვედრები, გასვლითი ვარჯიშები და სხვა. „თიბისელების“ დაზღვევის პაკეტები ფსიქოლოგთან ვიზიტებზე 50%-იან ფასდაკლებას მოიცავს.

„სწორედ ერთმანეთის თანადგომაზე დაფუძნებული გუნდის იდეით 2009 წელს შეიქმნა - ფონდი „თიბისელები“, რომლის მიზანიც რთული ჯანმრთელობის პრობლემების დროს თანამშრომლების ფინანსური მხარდაჭერაა. „თიბისელები“ ნებაყოფლობით, ყოველთვიურად ფონდში ხელფასის 1 ან 2 პროცენტს ავტომატურად რიცხავენ. შეგროვებული თანხა ყოველწლიურად ასობით „თიბისელის“ ან მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის პრობლემის გადაჭრას ხმარდება. ფონდი თითოეული „თიბისელის“ საამაყო პროექტია. საიმედოა, როდესაც ზურგს გიმაგრებს გუნდი, რომელიც მზადაა ნებისმიერ დროს დაგიდგეს გვერდში; მხარი დაგიჭიროს; ყველაზე რთულ მომენტში თანადგომა გამოგიცხადოს.

თუ გინდა შენც იყო ისეთი გუნდის წევრი, სადაც ერთმანეთის მხარდაჭერა კულტურის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია და, სადაც ჯანსაღი ურთიერთობები, სანდო და უსაფრთხო სამუშაო გარემო დაგხვდება, შეუერთდი „თიბისის“ გუნდს და გახდი დიდი ცვლილებების მონაწილე - გახდი თიბისელი, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა