სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ ხელმძღვანელად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა – გიორგი პატარიძემ თანამდებობა პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ დატოვა
Sybiha reacts ironically to idea of nominating Orbán for UN Secretary-General
Zelensky: Hegseth’s approval for Patriot missiles has been pending for nearly a month
პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა – მანამდე პროკურატურამ მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
ზაზა ბიბილაშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ნიშნავს
პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს – გიორგი პატარიძის საკითხზე იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართეს
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმიდან წამოვა ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს – ქვეყანა სრული გაპარტახებისკენ მიდის
გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს

საკადრო საკითხებთან დაკავშირებით განცხადებას ირაკლი კობახიძე კვირის ბოლომდე გააკეთებს

ნახვები: 516 საკადრო საკითხებთან დაკავშირებით განცხადებას ირაკლი კობახიძე კვირის ბოლომდე გააკეთებს

საკადრო საკითხებთან დაკავშირებით რამდენიმე გადაწყვეტილება არის მისაღები, მათ შორის ეს ეხება ჯანდაცვის მინისტრს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ამასთან, კობახიძის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი ინიშნება მაღალ თანამდებობაზე ერთ-ერთ სამინისტროში და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი მინისტრი გააკეთებს განცხადებას.

„ახალ კადრებთან დაკავშირებით კვირის ბოლომდე იქნება ჩემ მიერ გაკეთებული განცხადება. თითოეული ვაკანსია შეივსება კვირის ბოლომდე. ჯერჯერობით არცერთი ადამიანისთვის დღემდე ჯანდაცვის მინისტრობა არ შემითავაზებია, ამის არცერთი პრეცედენტი არ ყოფილა. ჯერჯერობით გვაქვს შიდა სამუშაო პროცესი, ვარჩევთ კანდიდატებს. როგორც კი ჩამოვყალიბდებით გარკვეულ პოზიციებზე, ამის შემდეგ დავიწყებთ შეთავაზებას. რაც შეეხება გუშინდელ მთავრობის სხდომას, ის ინიშნება საჭიროებისამებრ. არ იყო საკითხების ის მოცულობა, რომელიც ითხოვდა მთავრობის სხდომის ჩატარებას. ყველა მინისტრი მუშაობს ეფექტიანად, შესაბამისად, ისინი გააგრძელებენ მუშაობას“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა