Defense Minister Fedorov: Syrskyi not prepared to speak openly about problems in military
Parliament appoints Koretskyi as Ukraine's new Prime Minister
Moscow counts on ballistic missile terror – Zelensky says, following overnight attacks
საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე ბრიტანეთის მოქალაქეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
უკრაინის ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი აირჩიეს
ტრამპი პუტინს: „ვლადიმერ, დროა შეჩერდე – დროა, ეს ომი დასრულდეს“
ზელენსკი: უკრაინა უკვე წელიწადში 10 მილიონ დრონს აწარმოებს და წარმოების გაორმაგებას გეგმავს
ზურა ჯაფარიძეს მანქანა დაეჯახა

ირაკლი კობახიძე - რა რეჟიმში წარიმართება პარტიული გადაწყვეტილების მიღება, ეს არის ჩვენი შიდა სამზარეულო

05.03.2024 ნახვები: 448

რა რეჟიმში წარიმართება პარტიული, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, ეს არის ჩვენი შიდა სამზარეულო, ჩვენი საქმე. როდესაც მიიღება ასეთი პრინციპული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, გვაქვს კონსულტაციები გუნდის ყველა ლიდერთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობის დღევანდელი შემადგენლობა მუშაობს კარგად და აპირებს, რომ აღნიშნულ გუნდთან გააგრძელოს მუშაობა.

„რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიციას, ჩვენთვის აქვს ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა, არამარტო იმის გამო, რომ ის არის ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ჩვენი პარტიის ლიდერი, არამედ იმის გამო, რომ მას აქვს განსაკუთრებული უნარი, სწორი რჩევა მისცეს გუნდს. სხვადასხვა საკითხებზე გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია. რაც შეეხება გუნდურ გადაწყვეტილებებს, ეს არის ჩვენი შიდა სამზარეულო, დეტალებზე არ არის სწორი საუბარი, თორემ დასამალი არაფერია. რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, გვყავს არაჩვეულებრივი გუნდი და ამ გუნდით ვაპირებ მუშაობას“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა