სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ ხელმძღვანელად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა – გიორგი პატარიძემ თანამდებობა პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ დატოვა
Sybiha reacts ironically to idea of nominating Orbán for UN Secretary-General
Zelensky: Hegseth’s approval for Patriot missiles has been pending for nearly a month
პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა – მანამდე პროკურატურამ მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
ზაზა ბიბილაშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ნიშნავს
პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს – გიორგი პატარიძის საკითხზე იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართეს
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმიდან წამოვა ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს – ქვეყანა სრული გაპარტახებისკენ მიდის
გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს

იაგო ხვიჩია - არ ვურჩევდი ნიკა მელიას ამხელა პროცესის ფალსტარტით დაწყებას

ნახვები: 491 იაგო ხვიჩია - არ ვურჩევდი ნიკა მელიას ამხელა პროცესის ფალსტარტით დაწყებას

ყველა ე.წ. პატარა ნაცპარტია ფალსტარტით იწყებს. არ ვურჩევდი ნიკა მელიას ამხელა პროცესი ასე დაიწყოს და ვურჩევდი, იფიქროს იმაზე, რომ ღირსეულად დაბრუნდეს „ნაცმოძრაობაში“, ისევე როგორც სხვა ღვაწლმოსილ „ნაცებს“ ვურჩევდი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ახლა არ არის მიშასგან წასვლის დრო, ეს არ აიხსნება და ძალიან რთულია, ამომრჩეველმა გაიგოს“.

„ამ წუთას პოლიტიკურ მოედანზე მოძრაობს შვიდი „ნაცური“ პარტია და ჯერჯერობით მხოლოდ იმას აქვს შანსი, ვისაც მიშა დაუჭერს მხარს. მეორე შანსი არსებობს, ის, რომელსაც მიშა დაუჭერს მხარს. ასე ყველა სათითაოდ, ცალკე მელია, ცალკე ის, ცალკე ეს, ხმების დაკარგვისკენ მიმართულია. მიხეილ სააკაშვილი მგონია, რომ მხოლოდ ერთ პარტიას დაუჭერს მხარს და ეცდება, სხვასთანაც არ დაწვას ხიდები“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ნიკა მელიამ პარტიის შექმნამდე დააანონსა საარჩევნო ნომერი, რომელიც ნიკა მაჭუტაძის პარტიას ეკუთვნის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა