ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

საქართველოში „ომიკრონის“ 93 შემთხვევაა დადასტურებული

ნახვები: 472 საქართველოში „ომიკრონის“ 93 შემთხვევაა დადასტურებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, დღეს დილისთვის ქვეყანაში კორონავირუსის „ომიკრონის" შტამის 93 შემთხვევაა დადასტურებული.

იმნაძის თქმით, მათ უმრავლესობაზე დამყარებულია ეპიდმეთვალყურეობა და ცნობილია გადაცემის ჯაჭვი.

„რა თქმა უნდა, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება გვაჩვენებს, გავრცელდება, როგორც კი ქვეყანაში შიდა გადაცემა დაიწყება. გზა არის ერთი. მგონი, ახალწლებს გვაცდის, რომ აღვნიშნოთ, მაგრამ კიდევ ერთი რჩევაა, მაქსიმალურად ვეცადოთ ვიწრო წრეში შევხვდეთ, აუცილებლად გვქონდეს პირბადე, სადაც კი უცხო ადამიანებთან შეხვედრის ალბათობაა. პირველი და ძირითადი, ვიყოთ აცრილები, რათა ვიყო დაცულები", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანაში საკმაოდ მაღალია იმ პირთა რიცხვი, ვისაც კორონავირუსი არ გადაუტანია და არ არის აცრილი, მათი ინფიცირების შემთხვევაში სა,მედიცინო სექტორზე დატვირთვა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„წარმოიდგინეთ, რა დატვირთვა იქნება, ყველა რომ ერთად გახდნენ ავად, ვისაც არ გადაუტანია კორონა ან არ არის აცრილი, ეს არის დაახლოებით მილიონამდე ადამიანი ჩვენს ქვეყანაში. დღეს კორონავირუსით ინფიცირებულთაგან თუ საშუალოდ 10 პროცენტს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ერთ პროცენტსაც რომ სჭირდებოდეს ჰოსპიტალიზაცია „ომიკრონიან" პაციენტს, წარმოიდგინეთ, რა დატვირთვა იქნება სამედიცინო დაწესებულებებზე და როგორი იქნება, სამწუხაროდ, დაღუპულთა რაოდენობა", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა