ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა-ხატია დეკანოიძე

ნახვები: 483 ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა-ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტია, თუმცა მიუხედავად ამისა, ის ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობს.

როგორც დეკანოიძე აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას წარედგინოს ის გეგმა, რაც მომალაში ქვეყანას სჭირდება.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა ყოველგვარი დრამატიზების გარეშე, ნამდვილად სუსტად არის, ეს არ არის ფიზიკურად ენერგიით აღვსილი ადამიანი. არსებობს პოლიტიკური მიზნები, რომელიც მას გააჩნია და სწორედ ამიტომ აირჩია ეკონომიკური განვითარების გეგმა. არ ვიცი დეტალების შესახებ. დღეს რომან გოცირიძე შედის, რომელიც ამ მიმართულების სერიოზული სპეციალისტია და ალბათ მასთან უნდა გაიაროს ეს დეტალები. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ეს აწუხებს ყველას, აწუხებს მიხეილ სააკაშვილს. ინფლაცია, სიღარიბე, ფასების ზრდა, რომელსაც სტატისტიკის დეპარტამენტიც აქვეყნებს. ამ ხელისუფლების პირობებში ძნელია რაიმე სახის რეფორმაზე საუბარი, მაგრამ ოპოზიციამ უნდა წარმოვადგინოთ თვალსაჩინოება და წარვუდგინოთ მოქალაქეებს, რა გვჭირდება მომავალში. ვფიქრობ, ყველანაირი მუშაობა მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოდგენილი გეგმა არის მნიშვნელოვანი. ჩვენ არამარტო იმაზე უნდა ვისაუბროთ, რომ ეს ხელისუფლება არის უუნარო, მავნებელი და ა.შ. არამედ უნდა ვისაუბროთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი მომავალი პერსპექტივა იმ შემთხვევაში, თუ კოალიციური ხელისუფლება მოვა და მოვა აუცილებლად, როგორი უნდა იყოს ეკონომიკური განვითარების გეგმა, როგორი უნდა იყოს ევროატლანტიკური მისწრაფებები და ა.შ.", - განაცხადა დეკანოიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა