მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

იუსტიციის სახლი მომხმარებლებს უძრავი ქონების რემონტის დაზღვევის განახლებულ პაკეტს სთავაზობს

ნახვები: 723 იუსტიციის სახლი მომხმარებლებს უძრავი ქონების რემონტის დაზღვევის განახლებულ პაკეტს სთავაზობს

იუსტიციის სახლი განაგრძობს კერძო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას მომხმარებლებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. ამჯერად, იუსტიციის სახლი მოქალაქეებს სთავაზობს უძრავი ქონების რემონტის დაზღვევის განახლებულ პაკეტს, რომელიც სრულად მორგებულია მომხმარებელთა ინტერესებსა და საჭიროებებზე.

იუსტიციის სახლის ცნობით, რემონტის დაზღვევის პაკეტი უნიკალურია და მოქალაქეებს სთავაზობს კონკურენტუნარიან ფასს. სერვისის მისაღებად მომხმარებლებს სადაზღვევო კომპანიების ოფისებში გამოცხადება აღარ მოუწევთ.

„იუსტიციის სახლი მომხმარებლებს საშუალება აქვთ, ქონების რეგისტრაციასთან ერთად, დააზღვიონ საკუთარი უძრავი ქონების რემონტი, კომფორტულ გარემოში, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად.

დაზღვევის პოლისის შეძენა შეუძლია როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე, სრულწლოვან ფიზიკურ პირს.

მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მომსახურება მიიღონ იუსტიციის სახლის 118 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა