ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

იუვენტუსი წალენჯიხაში

15.04.2024 ნახვები: 718

ივნისის თვეში ტურინში დაგეგმილ იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთში წალენჯიხის იუვენტუსის აკადემიის 2014 წელს დაბადებული ფეხბურთელები მიიღებენ მონაწილეობას. რამდენიმე დღის წინ, წალენჯიხის იუვენტუსელებს გასვლითი ამხანაგური შეხვედრები თბილისში წამყვან კლუბებთან , დინამო თბილისთან და ლოკომოტივთან ჰქონდათ და ორივე მარჩი წალენჯიხელთა სასარგებლოდ დასრულდა. რაც იმის ნიშანიცაა, რომ გუნდი მზადაა ევროპული ტურისათვის.

იუვენტუსის აკადემია წალენჯიხაში დაახლოებით ერთი წლის წინ გაიხსნა.

მოლაპარაკება იტალიურ მხარესთან  ორი წლის განმავლობაში რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა.

წალენჯიხის ცენტრალურ სტადიონზე მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა. წალენჯიხელმა მწვრთნელებმა სტაჟირება და სერტიფიცირება იტალიაში გაიარეს, იტალიიდანვე იქნა მოწვეული მთავარი მწვრთნელი. ადილობრივ მწვრთნელებს კურატორობას თბილისიდან მოწვეული სპეციალისტი უწევს.

აკადემიაში 80 მოზარდი ირიცხება, არა მხოლოდ მეზობელი  მუნიციპალიტეტებიდან, არამედ ოკუპირებული აფხაზეთიდანაც. პერიოდულად მიმდინარეობს მათი სრული სამედიცინო შემოწმება. 

ბაზაზე კეთილმოეწყო საშხაპე ოთახები, გასახდელები, მწვრთნელების სპეციალური ოთახები. ზამთრის პერიოდში წვერთნები ქ.ჯვარში ხელოვნურსაფარიან მოედანზე მიმდინარეობს.

სწავლება წალენჯიხის იუვენტუსში სრულიად უფასოა და მთელი პროექტი მამუკა ხაზარაძის მიერ არის დაფინასებული. იუვენტუსის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მსოფლიოში    აღიარებულმა ბრენდმა    ბაზა გახსნა არა რომელიმე ქვეყნის დიდ ქალაქში, არამედ რეგონში.

სხვა ქვეყნების იუვენტუსის პროექტისაგან განსხვავებით, აქ მწვრთნელები პერიოდულად ღებულობენ გადაწყვეტილებას ფეხბურთელის მონაცემებიდან გამომდინარე თუ ვინ გააგრძელებს წვრთნებს აღიარებულ კლუბში.

ბუნებრივია, ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორი, რომელიც სწორედ წალენჯიხიდანაა, სპორტის ამ სახეობას უფრო მიმზიდველს ხდის. ნორჩი ფეხბურთელების მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობისას ეს სავარაუდოდ ერთერთი ძლიერი მოტივაცია იქნება  გამარჯვებისთვის.

რეგიონში, რომელიც საოკუპაციო გამყოფ ხაზს წარმოადგენს ეს პროექტი დიდ მნიშნელობას იძენს და ევროპული მომავალი ცხადს ხდის, რომ მომავალი თაობის განვითარების გზა სწორედ ევროპაში ინტეგრაციაა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა