ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

თბილისში, თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ეჯაილ სამიტი ჩატარდება

ნახვები: 756 თბილისში, თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ეჯაილ სამიტი ჩატარდება

26 აპრილს, წლის ყველაზე მასშტაბურ ეჯაილ ღონისძიებას „International Agile Summit Vol. 3“ თბილისი უმასპინძლებს.  

ღონისძიების ორგანიზატორი Agile Mentor -ია, რომელიც უკვე მესამედ მართავს ეჯაილ სამიტს საქართველოში, ხოლო თიბისი  მისი მუდმივი მხარდამჭერია, როგორც ტექნოლოგიური და ეჯაილ კომპანია.

ღონისძიების მიზანია,  გააძლიეროს ეჯაილ საზოგადოება  საქართველოში და ხელი შეუწყოს საქართველოს დამკვიდრებას ეჯაილის მსოფლიო რუკაზე.  ეჯაილი არის თანამედროვე მიდგომა, რომელიც ორგანიზაციებს სამუშაო პროცესების ეფექტურად მართვაში ეხმარება.  დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს მიდგომა, რადგან გარემო მუდმივად ცვალებადი და კომპლექსურია. 

ეჯაილ სამიტზე, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება, მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ საინტერესო გამოსვლებს ეჯაილზე, დაესწრონ პანელურ დისკუსიებს, სადაც წამყვანი ქართული ეჯაილ ორგანიზაციების წარმომადგენლები ადგილობრივ ტრენდებს განიხილავენ,  დაუსვან  კითხვები ეჯაილ ინდუსტრიის გლობალურ ლიდერებს და გაიცნოთ ეჯაილ პრაქტიკოსები და დაინტერესებული პროფესიონალები სხვადასხვა სექტორიდან.

ინფორმაცია გამომსვლელებისა და აქტივობების შესახებ, იხილეთ აქ: International Agile Summit

ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებს შეიძენთ აქ: tkt.ge-ზე.

საერთაშორისო ეჯაილ სამიტის მხარდამჭერები არიან: ჯი პი აი ჰოლდინგი - ვენის სადაზღვევო ჯგუფი, Apeople,  ღონისძიების პარტნიორები: GeoSoft, IT აკადემია Step, Space International, HR ასოციაცია, GITA, EduTech, Develor.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა