ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულად მოქმედებდნენ-სოზარ სუბარი

ნახვები: 493 გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებულად მოქმედებდნენ-სოზარ სუბარი

დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამყარდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით - გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებულად მოქმედებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა, სოზარ სუბარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის" წევრი არჩევაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ორი პარტია ერთად ცდილობს, დააზიანონ სახელმწიფო, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ხელოვნურად შექმნან კრიზისი და იმოქმედონ საზოგადოების, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ

„დღეს, წალენჯიხის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობისა" და გახარიას პარტიის კოალიციამ, 14 ხმით საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენელი, კორნელი სალია აირჩია. ჩვენ აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" და გახარიას პარტიას ერთმანეთთან დე ფაქტო კოალიცია ჰქონდათ გაფორმებული. დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამყარდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ვამბობდით - გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა" შეთანხმებულად მოქმედებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს ორი პარტია რეალურად ერთი დესტრუქციული, საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების გამტარებელი სუბიექტია. ჩვენ აქამდეც ნათლად ვხედავდით, თუ როგორ უწყობდა ხელს გახარია ჯერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომით, შემდეგ კი მისი პარტიის ქმედებებით „ნაციონალურ მოძრაობას" და მათ დესტრუქციულ დღის წესრიგს, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოებში განვითარებულმა მოვლენებმა და მათმა კოორდინირებულმა მოქმედებამ საბოლოოდ გამოააშკარავა და გააფორმა ისინი ერთ პოლიტიკურ წარმონაქმნად. დღეს უკვე მინიმალური კითხვის ნიშანიც ვეღარავის ექნება, რომ გახარია და მისი პარტია სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გამტარებელია. ეს ორი პარტია ერთად ცდილობს, დააზიანონ სახელმწიფო, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ხელოვნურად შექმნან კრიზისი და იმოქმედონ საზოგადოების და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ახლა უკვე საბოლოოდ გაივლო ხაზი და საზოგადოებისთვის გაცხადდა, რომ პარტია „საქართველოსთვის" დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი არ არის. გახარიას პარტია „ნაციონალური მოძრაობის" არა უბრალოდ მოკავშირე, არამედ მისი გაგრძელებაა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა