მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

აქცია ქუთაისის მერიასთან-აქციის მონაწილეები გაძვირებულ კომუნალურ გადასახადებს აპროტესტებენ

ნახვები: 456 აქცია ქუთაისის მერიასთან-აქციის მონაწილეები გაძვირებულ კომუნალურ გადასახადებს აპროტესტებენ

ქუთაისის მერიის შენობის წინ საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი გაძვირებულ კომუნალურ გადასახადებს აპროტესტებენ.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გიგა შუშანიას თქმით, ქუთაისის მოსახლეობა არის მიტოვებული და ადგილობრივი ხელისუფლება მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს.

შუშანია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას მიმართავს წერილით, სადაც ითხოვს პასუხს, თუ რა გეგმა აქვს ხელისუფლებას არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

 

ფოტო:საქართველოს პირველი არხი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა