ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

თბილისში, უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა

ნახვები: 464 თბილისში, უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა

თბილისში, უკრაინის საელჩოსთან აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ოპოზიციური პარტიების წევრები შეიკრიბნენ და უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს.

აქციის მონაწილეებმა საელჩოსთან გაშალეს უკრაინის დროშები, გაჟღერდა უკრაინის ჰიმნი.

აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც უკრაინას რუსეთი ემუქრება მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელმა ხალხმა იგრძნოს საქართველოდან მხარდაჭერა და სოლიდარობა. აქციის მონაწილეების თქმით, მათთვის მიუღებელია რუსეთის აგრესიული პოლიტიკა.

ასევე, აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამაც უნდა დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია უკრაინის მხარდასაჭერად და დაგმოს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა.

საელჩოსთან შეკრებილები იყვნენ უკრაინის და ბელორუსის მოქალაქეებიც.

 

ფოტო:საქართველოს პირველი არხი 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა