მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

"კი ევროპას, არა რუსულ კანონს!" - 17:00 საათზე პარლამენტის უკან აქცია გაიმართება

ნახვები: 386 "კი ევროპას, არა რუსულ კანონს!" - 17:00 საათზე პარლამენტის უკან აქცია გაიმართება

დღეს, პირველ მაისს, პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ მორიგი აქცია ჩაინიშნა. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან 17:00 საათიდან შეიკრიბებიან. 

"ვიკრიბებით – დღეს, 5 საათიდან, პარლამენტის უკან", - წერენ ორგანიზატორები.

ამ წუთებში პარლამენტი აგრძელებს რუსული კანონის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

ცნობისთვის, სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი გამთენიის 4 საათის შემდეგ დატოვა. მანამდე პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებენ, წიწაკის სპრეით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალეს. სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის არაერთ მონაწილეს. დააკავეს 63 ადამიანი.

შსს ამტკიცებს, რომ აქციამ ძალადორბივი ხასიათი მიიღო. შს მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ დაშავდა 6 პოლიციელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა