მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

"პრობლემა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ რუსული მთავრობაა" - ზურაბიშვილი

ნახვები: 723 "პრობლემა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ რუსული მთავრობაა" - ზურაბიშვილი

"პრობლემა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ რუსული მთავრობაა," - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ მთავრობამ ქვეყანა რუსი ოლიგარქების ოფშორად აქცია.

"ახლა ძალიან ნათელია, რომ ეს კანონი შინაარსით რუსული კანონია, ვინაიდან, ამ გზით რუსეთმა შეძლო რეალურად ჩაეხშო სამოქალაქო საზოგადოება, რასაც აქ მთავრობა ცდილობს. ისინი ცდილობენ საქართველოს პარტნიორები, როგორც რევოლუციის პარტნიორები წარმოაჩინონ, რომ თითქოს ისინი მთავრობის დამხობას ცდილობენ, ამასთან ისინი ძალიან ჩუმად არიან რუსეთთან დაკავშირებით, თითქოს ისინი ჩვენი მეგობარია.

ასე რომ, სულ უფრო ნათელი ხდება, რომ პრობლემა არა მხოლოდ რუსული კანონი, არამედ რუსული მთავრობაა, რომელიც მიდრეკილია, რუსეთს დაუთმოს და ქვეყნის ორიენტაცია რუსეთისკენ შეატრიალოს. არ მგონია, რომ არსებობს შესაბამისი კომპრომისი, ვინაიდან კომპრომისი კანონის გაწვევა იყო. ეს ერთხელ მოხდა და მათ კვლავ წარადგინეს ის და ამავდროულად, რამდენიმე კანონი მიიღეს.

მათ შორის ისეთი, რომელიც საქართველოს ოფშორად ხდის რუსი ოლიგარქებისთვის, რომლებიც დასანქცირებულები არიან. ასე, რომ ეს ყველაფერი უკიდურესად სანერვიულოა და ვფიქრობ, რომ ჩვენმა ევროპულმა პარტნიორებმა სწორად უნდა შეაფასონ ის, რაც აქ ხდება. დაინახონ, რომ დღეიდან არჩევნებამდე ძალიან სახიფათო გზაა, ძალიან სენსიტიური გზაა არჩევნებამდე, სადაც ქართველ ხალხს შეეძლება თქვას ის, რისი თქმაც სურს. ყურადღება გვჭირდება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან," - ამბობს ზურაბიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა