Russian attack disrupts power supply at Zaporizhzhia NPP threatening blackout
სალომე ზურაბიშვილი ჯოზეფ ბორელს - საქართველო ძლიერ აფასებს თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლის მიმართ
დავით კირთაძეს ცესკოს დატოვება მოუწევს
Russian combat losses in Ukraine up by 1,510 over past day
Canada confirms delivery of NASAMS air defense system to Ukraine
SBU, National Police detain five organizers of draft evasion schemes
Ukraine and 12 European countries launch new defense cooperation format - Umerov
ISW analyzes changes in Russia's nuclear doctrine

რატომ აღადგინეს „რუსული კანონი“ მკვდრეთით ანუ გძულდეს მოყვასი შენი!

07.05.2024 ნახვები: 1837

„რუსული კანონის“ ხელახალი ინიცირებით ივანიშვილის რეჟიმი რამდენიმე მიზნის მიღწევას ცდილობს. მათ შორისაა: არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური მედიასაშუალებების შევიწროვება; დასავლეთისთვის სხვა არჩევანის არ დატოვება გარდა იმისა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩეროს; რუსი ფაშისტ-იმპერიალისტების გულის მოგება  (თუ საქმე მათი პირდაპირი მითითების შესრულებასთან არ გავაქვს);

რეჟიმის თითოეულ ამ მიზანზე ბევრი დაიწერა და ითქვა, ამდენად მათზე არ ვისაუბრებ. მე მინდა, რომ იმ მიზანზე ვისაუბრო, რაზეც საკმარისი ანალიზი არ მომისმენია, არადა საკმაოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია.

დღეს, ისევე როგორც 26 მარტის ღამეს, თბილისის ქუჩები ახალგაზრდებით აივსო. ამ ორ მოვლენას შორის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი კავშირია ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. ამ კავშირის ადექვატურად გააზრება ქართულ საზოგადოებას მოქმედების სწორად განსაზღვრაში დაეხმარება.

ივანიშვილის რეჟიმი ემყარება საზოგადოების პოლარიზებას, მის გახლეჩვასა და ოპონენტთა დემონიზირებას. ეს მეთოდი მათი მოგონილი არაა, მსგავსი ხრიკებს ბევრ სხვა ქვეყნებში არსებული დესტრუქციული პოლიტიკური აქტორები იყენებენ.  ამ მიდგომის ერთერთი სულისჩამდგმელია გერმანელი ნაცისტი ინტელექტუალი კარლ შმიტი, რომლიც ამტკიცებს - პოლიტიკა იწყება იმის განსაზღვრით თუ ვინ არის მტერი.

ივანიშვილის რეჟიმის შმიტისეული ფორმულა ასეთია: ყველა, ვინც არ არის ქოცი არის მტერი, ანუ არა ქოცი = მტერს = ნაცს = უსამშობლოს = ქართველთ-მოძულეს = არაადამიანს = მონსტრს = „ელგებეტექიუ“-ს = კონჩიტა ვურსტს = ანტიქრისტეს = ომის-პარტიის წევრს = გლობალისტ-მასონს = ლიბერასტს = ფაშისტს = ქართველთყლაპიას, და ა. შ.

ოპონენტთა ეს დიაბოლიზირებული იმიჯი ივანიშვილის კორუმპირებულ, პრორუსულ და სახელმწიფოს მიმტაცებელ რეჟიმს აძლევს საშუალებას, რომ საკუთარი თავი მისაღებ არჩევნად გაასაღოს მის მიერვე დაშინებული, დაზაფრული, და მოტყუებული მომხრეთათვის.

ლოგიკა ასეთია: სჯობს რომ ცხვირზე თითები  მოიჭიროთ და ისე მისცეთ ხმა ჩვენ გახრწნილ პარტიას, რადგან ერთადერთი ალტერნატივაა ომის პარტია, კონჩიტა, ქართველობის დაკარგვა, გაჰომოსექსუალება, მეორე-ფრონტი, მიშა, და ა. შ.

სწორედ ამ აპოკალიფსურ მითს დაემუქრა დანგრევით საერთო ეროვნული დღესასწაული რომელმაც 25 აპრილის ღამეს მთელი საქართველო მოიცვა და რამდენიმე კვირა გაგრძელდა. ფაქტიურად ყველა, ქოციც, ნაციც, ანტი-ქოციც, ანტი-ნაციც, ანტი-ქოცნაციც, ლიბერალიც, კონსერვატორიც, აპოლიტიკურიც, ათეისტიც, მუსლიმიც და ქრისტიანიც მოიცვა ერთობის განცდამ.

საყოველთაო დღესასწაულში ჩართულ რეჟიმის ყველაზე მძაფრად დაშინებულ მომხრეებსაც კი ბუნებრივად გაუჩნდებოდათ კითხვა - იქნებ, მთლად ისეც არაა საქმე როგორც პროპაგანდა ქადაგებს? იქნებ, ჩემი მეზობელი, ნათესავი, კოლეგა მთლად ისეთი მონსტრიც არაა როგორადაც მას იმედი, პოსტ-ტივი, და რეჟიმის სხვა პროპაგანდისტული საშუალებანი წარმოადგენენ? იქნებ, მათ ჩემი და ჩემი შვილების გაჰომოსექსუალება არ აქვთ არსებობის ერთადერთ მიზნად ქცეული? იქნებ, შესაძლებელია ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, რომელშიც ჩემი მეზობელი და ნათესავი მონსტრად, არაადამინად, და მოსისხლე მტრად არ მიმაჩნია? თურმე სანაცეთის წიაღიდან (წალენჯიხა) აღმოცენებულ კვარას, ანტიქოცი კაცის შვილ ქოჩორას, „ელგებეტე“ სამკლავურის მომრგები კაშიას, ევროპა-მადიდებელ ბუდუს და რუსოფობ ჯაბას შეუძლია რომ მეც და ჩემი მტრად-მონათლული ანტი-ქოცი თანამემამულე ერთნაირად გაგვაბედნიეროს.

საზოგადოების ერთმანეთის მტრებად გახლეჩას რომ დაემუქრა საფრთხე, სწორედ ეს გახდა იმისი ერთერთი, თუ არა უმთავრესი მიზეზი რის გამოც რეჟიმმა „რუსული კანონი“ მკვდრეთით აღადგინა. მიზანი - „აზრზე მოიყვანოს“ თავიანთი დაზაფრული და მოტყუებული მომხრეები. შეახსენოს მათ, რომ ვინც არ არის ქოცი არის მტერი, მონსტრი, ქართველთყლაპია, ანტიქრისტე, კონჩიტა-სტეროიდებზე, და ა. შ. !

ამდენად, უმნიშვნელოვანესია, რომ იმ სახალხო მოძრაობამ, რომელიც ამ დღეებში თბილისის ქუჩებში იბადება მკაფიოდ შეინარჩუნოს ეროვნული ერთობის გზავნილი. მუდმივად უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ მიზანი არა რუსეთთან ომი, არამედ ამ ომის არდაშვებაა. არა ნაცების დაბრუნება - არამედ ორივე ბელადის (სააკაშვილის და ივანიშვილის) წარსულში დატოვება და ევროკავშირში ინტეგრირების იმ ისტორიული შანსის გამოყენებაა, რომლიც შეიძლება მეორედ აღარასოდეს მოგვეცეს.

გიორგი ლებანიძე - ფილოსოფოსი.

ფილოსოფიის და რელიგიის ფაკულტეტი მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა