მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

თინა ბოკუჩავა - მეც ვფლობ ინფორმაციას, რომ ივანიშვილის პარტიის გარკვეულმა პირებმა, უკვე მიიღეს ვიზების შეზღუდვაზე შეტყობინება

ნახვები: 721 თინა ბოკუჩავა - მეც ვფლობ ინფორმაციას, რომ ივანიშვილის პარტიის გარკვეულმა პირებმა, უკვე მიიღეს ვიზების შეზღუდვაზე შეტყობინება

მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის სავიზო შეზღუდვის პარალელურად, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ინდივიდუალურადვე მიიღონ ასეთი გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ქართული ოცნების“ წევრების სანქცირების საკითხზე განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ისიც ფლობს ინფორმაციას, რომ ივანიშვილის პარტიის გარკვეულმა პირებმა, უკვე მიიღეს შეტყობინება, რომ მათი არსებული ვიზები აღარ არის ვალიდური.

"ეს არის სამოგზაურო შეზღუდვა. მე რამდენადაც ვიცი, ეს შეზღუდვა მათი ოჯახის წევრებსაც შეეხება. საქართველოში ამგვარი ინფორმაცია არ იმალება და დარწმუნებული ვარ, საზოგადოებაც მალე გაიგებს ამ პირების შესახებ, თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რაზეც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმადგენელმა ისაუბრა, რომ სავარაუდოდ სანქციებს, არამარტო სამოგზაურო სახით, არამედ უახლოეს მომავალში, ფინანსური სანქციების სახითაც ვიხილავთ. სწორედ ამაზე ისაუბრა მილერმა.

ჩვენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პარალელურ რეჟიმში ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ინდივიდუალურ სანქციებზე იმუშაონ. უკვე ცნობილია, რომ ესტონეთის პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით მიდის საუბარი. ევროკავშირის ერთობლივი გადაწყვეტილება ერთია, მაგრამ ყველას აქვს უფლება, ინდივიდუალურად გამოიყენოს დისკრეციული უფლება, რომ ნებისმიერ პირს შეუზღუდოს საზღვრის გადაკვეთა. ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის სავიზო შეზღუდვის პარალელურად, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ინდივიდუალურადვე მიიღონ ასეთი გადაწყვეტილებები,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა