ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი გაზრდის თავის ბირთვულ არსენალს
დონალდ ტრამპი - ირანზე დარტყმების დიდი ტალღა ჯერ კიდევ წინ არის
ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება
ბაჩო ახალაია მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს - არასწორად მომექეცით, რაც ჩაიდინეთ: სხდომის დახურვა, ადვოკატის აცილება, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სისხლის სამართლის დანაშაულია - ჩემი სიტყვა რატომ უნდა იყოს დახურული?
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 960 over past day
Starmer: UK to bring Ukrainian experts to help Gulf partners shoot down Iranian drones
IDF strikes Hezbollah positions in response to attacks on Israel
Zelensky: Russia prepares new attacks on Ukrainian infrastructure

პრეზიდენტი ახალგაზრდებს - მადლობა, რომ დიდი საქმე შეძელით, თქვენ უკვე გაიმარჯვეთ

12.06.2024 ნახვები: 1389

თქვენ შეძელით, კრეატიულობით, თქვენი ქართველობით, სილაღით, ევროპულობით მსოფლიოს დაენახა, რომ საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს თუ არა ევროპული და ქართული. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს შეხვედრისას.

პრეზიდენტის თქმით, ახლაგაზრდების ყოველდღიურმა ბრძოლამ მსოფლიოს სხვანაირად დაანახა საქართველო და ის ეჭვები, რაც საქართველოს მიმართ არსებობდა, გადაიქცა პოზიტიურ სურათად.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ხნის მერე შესაძლებლობა მეძლევა, ყველას გითხრათ მადლობა. ეს არის ჩემი სურვილი და მოვალეობა, რომ მადლობა გამოვხატოთ იმისთვის, რაც ახალგაზრდებმა გააკეთეთ თქვენი ქვეყნისთვის და ეს არ არის პატარა რამ, თქვენ შეძელით და მოგვეცით ახალი იმედი. დაგვანახეთ ჩვენი თავი სხვანაირად, რომ თურმე ამ ქვეყანას ჰყოლია ძალიან ცოცხალი, შეგნებული, ღირსეული ახალგაზრდობა. ახალგაზრდობა, რომელმაც იცის რა ელის ქვეყანას, რა დღეშია ქვეყანა და რა გადაწყვეტილება აქვს ქვეყანას მისაღები და იცის თვითონ, როგორი მომავალი უნდა თავისი ქვეყნისთვის.

ჩვენ არ ვიცოდით, რომ თქვენ ასე ღრმად ფიქრობდით სამშობლოზე. ეს არა მხოლოდ ჩვენ დაგვანახეთ, თქვენ ეს დაანახეთ მსოფლიოს. ისეთი სურათი გააშუქეთ საზღვრებს იქით, რომ ის ეჭვები, რაც საქართველოს მიმართ არსებობდა, უცებ თქვენი ყოველდღიური ბრძოლით ეს გადაიქცა პოზიტიურ სურათად. ახალგაზრდები, რომლებიც გამოდიოდნენ ყოველდღე იმისათვის, რომ უნდათ ევროპული მომავალი და არა რუსული, ან რუსულ ყაიდაზე გადაყვანილი საქართველოს მომავალი.

თქვენ შეძელით, კრეატიულობით, თქვენი ქართველობით, სილაღით, ევროპულობით მსოფლიოს დაენახა, რომ საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს თუ არა ევროპული და ქართული. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. მადლობა იმისთვის, რომ თქვენ დიდი საქმე შეძელით. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს რა საქმე, ჩვენ ვერ დავამარცხეთ „რუსული კანონიო“ - თქვენ უკვე გაიმარჯვეთ და გამარჯვებული დადიხართ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცხადია, ეს გამარჯვება გადის ერთადერთ რამეზე - არჩევნებზე, სხვა გზა არ არსებობს დემოკრატიულ ქვეყანაში და სხვა გზა არ არსებობს საქართველოში, დღევანდელ მდგომარეობაში, ამ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოქტომბრის არჩევნები არის “ჩვენთვის ძალიან დიდი ბედი, შანსი”.

“ამ არჩევნებისთვის საკმარისი მომზადების დრო გვაქვს, დრო ერთად გვაქვს. ჩვენ უნდა დავიწყოთ კამპანია, ხალხს უნდა გავაგებინოთ, რომ ეს არჩევნები არჩევნები კი არაა, ეს ეგზისტენციალური არჩევანია, სადაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რასაც საქართველო არა მხოლოდ 30 წელია ამბობს, საქართველო ამბობდა სულ მუდამ, რაც სახელმწიფო იყო, რომ ეს ღირებულებები რაც ევროპული ღირებულებებია, მისი ღირებულებებია. არ შეიძლება, რომ ეს ღირებულებები, ვინმემ გარედან შეუცვალოს. არ შეიძლება, რომ საქართველო გარუსდეს, არ შეიძლება, რომ არ იყოს დამოუკიდებელი და არ შეიძლება, რომ არ იყოს ძლიერი. ეს არის ჩვენი არჩევანი ამ მომავალ არჩევნებზე. ჩვენ ვინმეს კი არ ვირჩევთ, რომელიმე პარტიას კი არ ვირჩევთ, კი ეს გავა, რომელიმე პარტიის არჩევანზე, მაგრამ ჩვენ ვირჩევთ სამოქმედო გეგმის მეშვეობით, რომ გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული მომავალი“,- დასძინა პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა