მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

და ნუ უზრდელობთ, ნუ მეჩრებით პირში-დაპირისპირება პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე

ნახვები: 431 და ნუ უზრდელობთ, ნუ მეჩრებით პირში-დაპირისპირება პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე

პარლამენტი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე კამათის ფონზე მსჯელობს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ქართული "ოცნების" და გახარიას "საქართველოსთვის" მიერ ინიცირებული პროექტები უნდა განეხილა, თუმცა გაირკვა, რომ ყოფილი პრემიერის პარტიამ საკუთარი პროექტი უკან გაითხოვა.

პარტია "საქართველოსთვის" წევრების თქმით, რადგან უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია სწორედ პარლამენტის სახელით იქნება მიღებული, ქვეყნის იმიჯისთვის არის ზიანის მომტანი ფაქტი, როდესაც საკანონმდებლო ორგანო ერთდროულად რამდენიმე რეზოლუციის პროექტზე მუშაობს. "საქართველოსთვის" წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მათი ავტორობით შექმნილი პროექტი უკან გაიწვიონ. აღნიშნულის შედეგად, პარლამენტში უკრაინის მხარდასაჭერად მხოლოდ ერთი პროექტი დარჩება განსახილველი, რომლის ავტორი მმართველი პარტიაა.

ცნობისთვის,
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მმართველი პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდებენ, მათი ავტორობით შექმნილ ტექსტში კორექტირება მოხდეს. როგორც ცნობილია, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა ტექსტში მკაფიოდ ჩაიწეროს, რომ რუსეთის ფედერაცია არის აგრესორი და ოკუპანტი.

საკითხის განხილვისას საგარეო კომიტეტის სხდომაზე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება საპარლამენტო ოპოზიციასა და მმართველ პარტიის წარმომადგენლებს შორის.

"ჩვენ ოპოზიციის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას იმიტომ კი არ ვეთანხმებით, რომ ოპოზიციის მიერ არის ინიცირებული, არამედ იმიტომ არ ვეთანხმებით, რომ შინაარსობრივად ისინი ყოველთვის საჭიროებენ დახვეწას.

ქალბატონო სალომე, მე თქვენ არ გაწყვეტინებდით, ეს არის ზრდილობის ელემენტარული წესი. ქალბატონო სალომე დამშვიდდით და ნუ უზრდელობთ, ნუ მეჩრებით პირში. ძალიან კარგად მიმყავს კომიტეტის სხდომა, დაწყნარდით და ნერვები დაიმშვიდეთ.

ადამიანი, რომელიც 8 წელია უკვე პარლამენტშია, გონზე არ არის კომიტეტი როგორ მუშაობს," - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე.

ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ნიკოლოზ სამხარაძეს სიტყვა შეაწყვეტინა და განუცხადა, რომ მას კომიტეტის სხდომა ვერ მიჰყავს.

"ჩვენ დღეს ვმსჯელობთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. თუ შეიძლება გადავიდეთ მსჯელობაზე, იმაზე, რაც არის მნიშვნელოვანი, რასაც ელოდება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ საერთაშორისო პარტნიორები. გეჩრები იმიტომ, რომ ვერ მიგყავს კომიტეტის სხდომა," - მიმართა სალომე სამადაშვილმა ნიკა სამხარაძეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა