მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ლევან იოსელიანი - კარგი იქნებოდა, რეზოლუციაში რუსეთი ნახსენები ყოფილიყო

ნახვები: 438 ლევან იოსელიანი - კარგი იქნებოდა, რეზოლუციაში რუსეთი ნახსენები ყოფილიყო

პარტია „მოქალაქეების" წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, გაუგებარია, რატომ არ არის ნახსენები რუსეთი „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ რეზოლუციაში, თუმცა ტექსტი მთლიანობაში გამოხატავს უკრაინის მხარდაჭერას.

იოსელიანის განმარტებით, აქედან გამომდინარე, აღნიშნულ რეზოლუციას პარტია „მოქალაქეები" მხარს დაუჭერს.

„რუსეთის არ ხსენება ჩემთვის გაუგებარია, ვინაიდან ყველა წინა რეზოლუციაში ნახსენები იყო. ახლა რას ემსახურება ეს გაჯიუტება, არ ვიცი, მაშინ, როდესაც რეზოლუციის მთლიანი ტექსტი რუსეთს ეძღვნება. სხვა რამეზე საუბარი არ არის. არ ვიცი, დისკუსია ამ ფორმაში რატომ შევიდა. მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციას მრავალპარტიული მხარდაჭერა ჰქონდეს. მთლიანობაში უკრაინის მხარდამჭერი ტექსტია, ამიტომ ამ ტექსტს ჩემი და ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა ექნება.

კარგი იქნებოდა, რუსეთი ყოფილიყო ნახსენები, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ნახსენები არ არის, მთლიანობაში, ტექსტი მიძღვნილია უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებებისადმი. რეზოლუციის მხარდაჭერაზე უარი უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმად იქნება გადათარგმნილი. არ მინდა, ვიყო იმ დეპუტატებს შორის, ვინც უკრაინას ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში მხარს არ უჭერს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა