მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

მაკა ბოჭორიშვილი - დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი იქნება

ნახვები: 459 მაკა ბოჭორიშვილი - დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი იქნება

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი იქნება, საფუძველს ჩაუყრის საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის ურთიერთობის უფრო გაღრმავებას, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ევროპარლამენტის წევრს, საქართველოს საკითხზე მომხსენებელს, სვენ მიქსერს ხვდებიან.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირი საქართველოსთვის სიმბოლოა მშვიდობისა და ერთიანობის, რისკენაც ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღეებიდან მიისწრაფვის.

„ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის მისაღწევად ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა: გავხდით ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორები, ვასრულებთ ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ჩვენი მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის საფუძველზე, ვატარებთ რეფორმებს, რომლის მიზანია დემოკრატიის კონსოლიდაცია, ადამიანის უფლებების უკეთ დაცვა, კანონის უზენაესობის განმტკიცება, კარგი მმართველობის დანერგვა და ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაცია. ეს არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციის პროცესი, რაც ბუნებრივია, არ არის მარტივი, განსაკუთრებით იმ გამოწვევების პირობებში, რის წინაშეც საქართველო დგას", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი განმარტებით, ევროკავშირს მნიშნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში.

თუმცა, ბოჭორიშვილის განცხადებით, მეტი ძალისხმევაა საჭირო ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში რეგიონში განვითარებული მოვლენებისა და მზარდი საფრთხეების ფონზე.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, კოვიდ პანდემიით გამოწვეული გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ამოცანაა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე თანმიმდევრული სვლა და საქართველოს ევროკავშირის ერთიან შიდა ბაზარზე ინტეგრაციის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება.

„2024 წელს ჩვენ ვგეგმავთ, ქვეყანა გადავიყვანოთ ევროკავშირთან ურთიერთობების ახალ ეტაპზე, რამაც გადამწვეტი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს საბოლოო მიზნის მიღწევაში და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ხელშესახები გახადოს. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება და ამ გზაზე წინსვლა მხოლოდ ჩვენს სიბეჯითეზე არ არის დამოკიდებული. ამისთვის საჭიროა ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა. ამ პროცესში ევროპარლამენტის წევრების და ჩვენი ევროპელი პარტნიორების გვერდში დგომის დიდი იმედი გვაქვს. ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის გაძლიერება უნდა იყოს მომდევნო წლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. მაქსიმალურად უნდა მოხდეს პოლიტიკის პრიორიტეტების დაახლოება და ევროკავშირთან ინსტიტუციური კავშირების გაღრმავება. ვიმედოვნებ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ამ მიმართულებით ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა, რომლის კომენტარიც პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა