მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

კახა კალაძე - მერიის გადატანა არსად იგეგმება

ნახვები: 439 კახა კალაძე - მერიის გადატანა არსად იგეგმება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერია ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას იწყებს.

როგორც კახა კალაძემ განმარტა, სინამდვილეში, 63 მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი მონაცემთა სასერვერო ცენტრის მშენებლობა იგეგმება და არა მერიის შენობის გადატანა.

„ეს არის ტყუილი, მორიგი „ფეიკნიუსი", სიბინძურე, საზოგადოების სიცრუეში შეყვანა. ამასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტმა განცხადება გააკეთა, მერიის გადატანა არსად არ იგეგმება. ეს არის 63 მუნიციპალიტეტისთვის განკუთვნილი მონაცემთა სასერვერო ცენტრის მშენებლობა. გარდა ამისა, იქ გადავა კონკრეტული სამსახურები, რომლებიც მერიაში არ სხედან. ეს არის დაცვის სამსახური, თბილისის განვითარების ფონდი და სხვა. დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა აიღო ვალდებულება 63-ვე მუნიციპალიტეტის მონაცემთა ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით და როდესაც ეს პროექტი განხორციელდება, ყველა სერვისით, რითაც დღეს თბილისში მოსახლეობა სარგებლობს, ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს რეგიონებში, კონკრეტულ რაიონებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თანხები გამოყოფილია ყველაფრისთვის, ყველა მიმართულებით, სწორადაა გადანაწილებული და ყველაფერს გავაკეთებთ. თუნდაც ავარიული შენობების თვალსაზრისით, უბედნიერესი ადამიანი ვიქნები, თუ გამოყოფილი 20 მილიონის ათვისება მოხდება. ამ შენობაზე რა თანხა დაიხარჯება არ ვიცით, ჯერ პროექტირება მიმდინარეობს", - განაცხადა კახა კალაძემ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ქრთამის აღებისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" თანამშრომლების დაკავებაზეც და აღნიშნა, რომ უკანონობა, გადაცდომა არავის შერჩება.

„გამოძიება მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის შერჩება უკანონობა და გადაცდომა. ყოველთვის ჰქონდა რეაგირება შესაბამის სამსახურებს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა ყველასთან და არასდროს დავუშვებთ კორუფციულ ფაქტებს. ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ამას ყოველწლიურად ვამბობ, როდესაც მთავრობის სხდომაზე ვაკეთებ განცხადებას. ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდით და ასე იქნება მომავალშიც", - აღნიშნა კალაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა