მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება განხორციელდება-პრემიერი

ნახვები: 427 ოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება განხორციელდება-პრემიერი

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადის სუბსიდირება განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შესაბამისი დადგენილება მთავრობამ უკვე გამოსცა.

„დადგენილების საფუძველზე, 70 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს დაუსუბსიდირებს.სუბსიდირების თანხა შეადგენს 2020 წლის დეკემბერში შესაბამის საფეხურზე მოქმედ საბოლოო მომხმარებლის ტარიფსა და 2015 წლის ივლისში მოქმედ სამომხმარებლო ტარიფს შორის სხვაობას და დამატებით 2022 წლის იანვარსა და 2020 წლის დეკემბერში მოქმედ ტარიფებს შორის სხვაობას 1 კვტსთ-ზე 3,5 თეთრის ოდენობით. აღნიშნულ დახმარებას იღებენ თბილისში რეგისტრირებული 70 000 სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები.

ამასთან, მთავრობა განახორციელებს ყოველთვიურად მოხმარებული არაუმეტეს 200 კვტსთ ელექტროენერგიის საფასურის სუბსიდირებას, 1 კვტსთ-ზე 3,5 თეთრის ოდენობით, 2022 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისათვის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 150 000-მდეა, გარდა თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისა. ასევე სუბსიდირება განხორციელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2022 წლის პირველი აპრილიდან 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 150 000-მდეა და მონაცემთა ბაზის მიხედვით ცხოვრობენ თბილისში. სუბსიდირება არ ვრცელდება იმ აბონენტებზე, რომლებიც სარგებლობენ „აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ" დადგენილებით გათვალისწინებული შეღავათებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, 2022 წლის იანვრიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით რეგისტრირებული ოჯახებისათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 ან ნაკლებია და ცხოვრობენ თბილისში, რუსთავში ან მცხეთაში, განხორციელდება სასმელი წყლის საფასურის სუბსიდირება, არაუმეტეს 100 ლარისა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა