მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

თეა წულუკიანი - გახარია და მისი პოლიტიკური ძალა პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფად იქცა

ნახვები: 433 თეა წულუკიანი - გახარია და მისი პოლიტიკური ძალა პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფად იქცა

გახარია და მისი პოლიტიკური ძალა პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის" დანაყოფად იქცა, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ტრაგიკული სანახაობაა.

„გვახსოვს, როგორ ემუქრებოდა გიორგი გახარია საპარლამენტო ტრიბუნიდან „ნაციონალურ მოძრაობას", მე თქვენ დაგამთავრებთო და შემდეგ ის და მისი პოლიტიკური ძალა პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის" დანაყოფად იქცა, რადგან გიორგი გახარიას პოლიტიკურ ძალას ჯერ არ შესწევს უნარი, რომ „ნაციონალური მოძრაობა" გახადოს თავის დანაყოფად.

ეს რა თქმა უნდა, უბრალოდ ტრაგიკული სანახაობაა. სხვა რა შეფასება შეიძლება გაკეთდეს, როდესაც ტოვებ საკუთარ გუნდს, გადადიხარ სხვა გუნდში და მასთან ერთად ებრძვი გუნდს, რომელიც დატოვა და რომლის სიის პირველი ნომერიც იყო", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა