მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

მოლოდინი მქონდა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქმის კურსში ჩაგვაყენებდა უკვე ჩატარებული კონსულტაციების თაობაზე-ბურჯანაძე

ნახვები: 427 მოლოდინი მქონდა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქმის კურსში ჩაგვაყენებდა უკვე ჩატარებული კონსულტაციების თაობაზე-ბურჯანაძე

"ეს არ არის ჩემი მხრიდან დემარში. მგონია, რომ ამ შემთხვევაში, ამ ფორმატში ჩემი ადგილი არ არის",-ამის შესახებ ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბურჯანაძის თქმით, წარსულის შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ახლა ნომერ პირველი აქტუალობის არ არის.

"ეს არ არის ჩემი მხრიდან დემარში. მგონია, რომ ამ შემთხვევაში, ამ ფორმატში ჩემი ადგილი არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ რაკურსი გადავიდა უფრო წარსულის შეფასებაზე. მქონდა მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაგვაყანებდა საქმის კურსში უკვე ჩატარებული კონსულტაციების თაობაზე. როგორც მინიმუმ თავის მოსაზრებას გვეტყოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზას ხედავს ის კრიზისიდან გამოსასვლელად. წარსულის შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის ახლა ნომერ პირველი აქტუალობის. მე არ ვარ ისტორიკოსი, რომელიც დაიწყებს წარსულის კომპეტენტურ შეფასებას. მე ვარ პოლიტიკური პარტიის ლიდერი, მოქმედი პოლიტიკოსი და ბუნებრივია, ნებისმიერ შეფასებასთან დაკავშირებით ჩემი პოლიტიკური ხედვა მექნება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ მოქმედი ჯგუფები, რომლებიც ახლა უნდა შეიქმნას შეძლებენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დეკლარაციის მიღებას, ამაში არ ჩავერთვები, კი ბატონო, მზად ვარ ხელი მოვაწერო დეკლარაციას ან მოსაზრებას, რომელსაც ვეთანხმები. ვფიქრობ, ამ ფორმატში ჩართულობა შედეგის მომტანი ვერ იქნება", - განაცხადა ბურჯანაძემ

შეგახსენებთ,
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრას მართავს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა სავარაუდოდ ეხება ეროვნული თანხმობის პროცესს. ისინი აღნიშნავენ, რომ აღნიშნული შეხვედრა ნაყოფიერი იქნება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა