ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი 4:0 დაამარცხა

ნახვები: 1280 საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი 4:0 დაამარცხა

ვილი სანიოლმა იგივე შემადგენლობა დააყენა, რაც ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან და ესპანეთთან შეხვედრებზე შეარჩია. მთავარი კითხვა იყო, შეძლებდნენ თუ არა „ჯვაროსნები“ ევროპის ჩემპიონატზე ჩეხებთან ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში დაშვებული შეცდომების გამოსწორებას.

სტუმრები ისევ ნაცნობი ტაქტიკით, ბურთის საჯარიმოში ჩაწოდებებით ცდილობდნენ მიზნის მიღწევას და პირველი საგოლე მომენტი მე-7 წუთზე შექნეს – პატრიკ შიკმა კარში თავით დაარტყა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა პოზიცია ზუსტად შეარჩია და გუნდი გადაარჩინა.

საქართველოს ნაკრები მეტოქის ნახევარზე პრესინგით თამაშს და ბურთის გაკონტროლებას ვერ ახერხებდა და შეტევებსაც ვერ ამწვავებდა. პირველი სახიფათო შეტევა ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი ჩაკვეტაძის აქტიურობის შედეგად მე-14 წუთზე წამოვიწყეთ, მაგრამ კარში ზუსტი დარტყმა ვერ მოხერხდა.

ა.

საქართელოს ნაკრებმა თანდათნ თამაში გამოასწორა და ორი მწვავე შეტევა განავითარა. მათი დაგვირგვინება ჩაკვეტაძესა და გიორგი მიქატაძეს შეეძლოთ, მაგრამ პირველმა მეკარეს ვერ აჯობა, მეორემ კი ბურთი კარს ააცილა.

33-ე წუთზე „ჯვაროსნებმა“ ანგარიში მაინც გახსნეს – ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა – 1:0.

ტაიმის ბოლოს მიქაუტაძეს შეეძლო კვარაცხელიას წამოწყებული კონტრშეტევის დაგვირგვინება, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

მეორე ტაიმი ორიოდე წუთის დაწყებული იყო, მიქაუტაძემ გადაცემა ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ჩეხების კოვარჟმა საიმედოდ ითამაშა.

53-ე წუთზე საქართელოს ნაკრებმა მეორე გოლი გაიტანა. ოთარ კიტეიშვილმა, რომელიც ჩვენს გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, შეტევა კვარაცხელიამ გააგრძელა და ბურთი ჩაკვეტაძეს  გააყოლა, რომელიც მეკარესთნ პირისპირ აღმოჩნდა და ზუსტად დაარტყა – 2:0.

63-ე წუთზე ჩაკვეტაძის წამოწყებული შეტევა ლუკა ლოჩოშვილმა გააგრძელა და გიორგი მიქაუტაძემ ულამაზესი გოლით დააგვირგვინა – 3:0.

სამ წუთში კი საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა, გიორგი ჩაკვეტაძემ ბრწყინვალე პასი მიაწოდა ქოჩორაშვილს, რომელმაც ზუსტი თავური დარტყმით ჩეხების მდგომარბეობა კიდევ უფრო დაამძიმა – 4:0.

 

ჩეხებმა მე-80 წუთზე სხვაობის შემცირება ლუკაშ კალვაშის გოლით მოახერხეს. მაგრა, ეს უკვე აღარფერს წყვეტდა.

ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატზე ჩეხებთან გამართული მატჩი, როგორც ჩანს, კარგად გააანალიზა და მეტოქეს, რომელიც მხოლოდ 3 ქულის მოპოვებაზე ფიქრობდა, დიდი ანგარიშით სძლია.

საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას ტირანაში გამართავს – „ჯვაროსნები“ ალბანეთის ნაკრებს 10 სექტემბერს ესტუმრებიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა