მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

მიხეილ სარჯველაძე - მსოფლიოს, უპირველესად უკრაინას და უკრაინელ ხალხს ყველაზე ნაკლებად სჭირდება ომი

ნახვები: 432 მიხეილ სარჯველაძე - მსოფლიოს, უპირველესად უკრაინას და უკრაინელ ხალხს ყველაზე ნაკლებად სჭირდება ომი

მსოფლიოს, უპირველესად უკრაინას და უკრაინელ ხალხს ყველაზე ნაკლებად სჭირდება ომი და ურთიერთობების ესკალაცია, ყველას მიმართ ჩვენი მოწოდება იქნება, გავაკეთოთ მაქსიმუმი უაზრო საბრძოლო მოქმედებების თავიდან ასაცილებლად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მდგომარეობა უაღრესად მძიმეა, რადგან შექმნილია ღრმა კრიზისული მდგომარეობა.

„ეს შემაშფოთებელია, ვინაიდან თანამედროვე მსოფლიოს, უპირველესად უკრაინას და უკრაინელ ხალხს ყველაზე ნაკლებად სჭირდება ომი და ურთიერთობების ესკალაცია. ჩვენი მოწოდება ყველას მიმართ იქნება, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი, რათა ეს უაზრო საბრძოლო მოქმედებები თავიდან იქნას აცილებული. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი და საერთაშორისო თანამეგობრობამ ბუნებრივია, ყველაფერი უნდა გააკეთოს ამისთვის. იმისთვის, რომ ნებისმიერი აგრესია, შეიარაღებული კონფლიქტი თავიდან იქნას არიდებული, მით უმეტეს ისეთი ფართომასშტაბიანი კონფლიქტი, როგორსაც ვარაუდობენ, რომ შეიძლება იყოს. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი რამ და დღეს კაცობრიობას შეიძლება, ამაზე უფრო მწვავე პრობლემა არც ჰქონდეს დღის წესრიგში", - განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, უკრაინის საკითხთან მიმართებით საქართველო ჩართულია როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი.

„ჩვენ გვაქვს რუსეთთან პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია ტერიტორიულ მთლიანობასთან და რუსეთის სახელმწიფოს აგრესიასთან. შესაბამისად, გარკვეული მსგავსებები არსებობს ჩვენი, როგორც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სურვილისა და ამბიციის მქონე სახელმწიფოსთვის, ანალოგიური მისწრაფებები გააჩნია უკრაინის სახელმწიფოს. ასეთი საფრთხეების გაანალიზებისას ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში ამ კონფლიქტთან შეწინააღმდეგება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა