ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ირაკლი კობახიძე - მანდატების შეწყვეტაზე ორჯერ მივიღეთ უარყოფითი გადაწყვეტილება, მაქსიმალურად მივეცით შანსი ოპოზიციას

ნახვები: 470 ირაკლი კობახიძე - მანდატების შეწყვეტაზე ორჯერ მივიღეთ უარყოფითი გადაწყვეტილება, მაქსიმალურად მივეცით შანსი ოპოზიციას

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე უმრავლესობა ორშაბათს დადგეგმილ სხდომაზე იმსჯელებს.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა პარლამენტის დისკრეციაა.

„ჩვენ ორჯერ მივიღეთ უარყოფითი გადაწყვეტილება მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ამას არავინ გვაიძულებდა. ჩვენ მაქსიმალურად მივეცით შანსი ოპოზიციას, რომ გამოსულიყო რადიკალური დღის წესრიგიდან, თუმცა სამწუხაროდ, ეს შანსი მათ ბოლომდე ვერ გამოიყენეს.

რაც შეეხება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც გვაქვს სამშაბათს მისაღები, ამაზე უმრავლესობა იმსჯელებს ორშაბათს, უმრავლესობის სხდომაზე და იქ მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტი ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას 15 თებერვლის პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობის მიზეზია სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში კი, კონსტიტუციური ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს თუ არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა