მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

„ოცნება“ ვერ ეგუება ფაქტს, რომ მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტების ერთპიროვნული მართვა აღარ შეუძლია-მიხეილ დაუშვილი

ნახვები: 432 „ოცნება“ ვერ ეგუება ფაქტს, რომ მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტების ერთპიროვნული მართვა აღარ შეუძლია-მიხეილ დაუშვილი

პირდაპირ მინდა, მივმართო ირაკლი კობახიძეს და ვკითხო, რატომ აიძულა სენაკის საკრებულოს „ოცნების" დეპუტატები, არ მიეღოთ ჩვენი შეთავაზება სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ „ოცნების" კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, - ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ირაკლი კობახიძეს საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, რომ პარტია „საქართველოსთვის" მიზანია, საზოგადოებას უთხრას სიმართლე, თუ როგორ მოქმედებს ორგანიზაცია „ოცნება" იმ საკრებულოებში, სადაც მოქალაქეებმა მას ერთპიროვნული და ერთპარტიული მართვის პრეროგატივა ჩამოართვეს.

„ზუგდიდის, რუსთავის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს და სენაკის საკრებულოებში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების, პირველ რიგში კი „ოცნების" უპასუხისმგებლო ქმედებებისა და ბოიკოტირების რეჟიმის გამო, რამდენიმე თვე საკრებულოები ვერ მუშაობდა და ვერ ასრულებდა თავის საბაზისო ფუნქციას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების, თანამდებობის პირების საქმიანობისა და ბიუჯეტის შესრულების კონტროლი, რომლის დამტკიცების შესაძლებლობა წინა მოწვევის საკრებულომ ზუგდიდელებს ქურდულად მოპარა. საკრებულოს ვერფუნქციონირება პირდაპირ აისახება მუნიციპალიტეტის საქმიანობის არაეფექტურობასა და მოსახლეობის უმძიმეს ყოველდღიურობაზე. „ოცნება" ვერ ეგუება ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტების ერთპიროვნული მართვა აღარ შეუძლია.

ამიტომ დაშინების, მოსყიდვის, მუქარის და სხვა უკანონო მეთოდებით ცდილობენ უმრავლესობის მოპოვებას. „ოცნების" ხელმძღვანელების განცხადებები არის პირდაპირი აღიარება, როგორი კრიმინალური მეთოდებით ცდილობს „ოცნება" პოლიტიკური რეალობის ცვლილებას და უმრავლესობის მოპოვებას ამ მუნიციპალიტეტებში", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა