მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

სერიოზული აღარ არის, რას საუბრობს ირაკლი კობახიძე-მიხეილ დაუშვილი

ნახვები: 439 სერიოზული აღარ არის, რას საუბრობს ირაკლი კობახიძე-მიხეილ დაუშვილი

პარტია „საქართველოსთვის" წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი გახარიას მიმართ საზოგადოებაში არასწორი განწყობების შექმნას ცდილობს, რადგან ხედავენ, რომ ეს არის მზარდი პარტია.

დაუშვილის თქმით, უკვე სერიოზული აღარ არის, რას საუბრობს ირაკლი კობახიძე.

„თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც ამ ყველაფერზე საუბრობს და გინახავთ მისგან ერთი ნორმალური არგუმენტი, მტკიცებულება ან ფაქტი, რომელიც მის ტყუილზე აწყობილ სიტყვებს დაადასტურებდა? რამდენი წელი უნდა ველოდით, რომ არაფერს ამბობს? კეთილი ინებოს და საზოგადოებას მოუყვეს, ამ ყველაფრისთვის რამდენი წელი სჭირდება? ჩვენ ვამბობდით, რომ ცვლილებებს დავიწყებდით. დავიწყეთ და მოცემულობაა, რომ ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულო არის ოპოზიციური და ჩვენ ვართ თავმჯდომარეები. ეს ცვლილებები დაწყებულია და მათი ამოცანაა, ძალაუფლების შენარჩუნება. ხედავენ, რომ მზარდი პარტია ვართ და ცდილობენ, საზოგადოებაში გახარიას მიმართ არასწორი განწყობები შექმნან. რამდენი წელი უნდა ელოდის საზოგადოება, თქვას, რას გულისხმობს", - აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა