მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

საცოდავი არის კაცი, რომელიც არჩევნების შემდეგ, თვეების განმავლობაში ემალება საზოგადოებას-კობახიძე გახარიაზე

ნახვები: 435 საცოდავი არის კაცი, რომელიც არჩევნების შემდეგ, თვეების განმავლობაში ემალება საზოგადოებას-კობახიძე გახარიაზე

საცოდავი არის კაცი, რომელიც არჩევნების შემდეგ, თვეების განმავლობაში ემალება საზოგადოებას და ემალება საკუთარი გუნდის წევრებსაც კი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ასეთი ადამიანი არის საცოდავი.

„მე კი არ მეცოდება, საცოდავია. თქვენ გახსოვთ, რომ იყო პარლამენტში შეჭრის მცდელობა. ამაზე რეაგირება იყო კანონიერი და ემსახურებოდა კონსტიტუციური წესრიგის დაცვას, მაგრამ რაც შეეხება ფორმებს და კონკრეტულად გადაცდომებს, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, ამაზე მსჯელობა შეიძლება გაგრძელდეს და ამაზე ვამახვილებთ ყურადღებას. ოპოზიციას იმიტომ ვადანაშაულებთ, რომ იჭრებოდა პარლამენტში.

20 ივნისს კანონის ფარგლებში განხორციელდა რეაგირება პარლამენტში შეჭრის მცდელობაზე, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულ ქმედებებს, რაც გამოხატული იყო საბოლოო ჯამში ადამიანის სხეულის დაზიანებასა და ა.შ. იქ თავიდანვე ვთქვით, რომ იყო გარკვეული კითხვის ნიშნები და ეს კითხვის ნიშნები, ახლაც არის ძალაში. ამაზე გავამახვილეთ ჩვენ ყურადღება, როცა ვსაუბრობდით მაშინდელი შს მინისტრის როლსა და ქმედებებზე.

კომპრომატს აქვს ცოტა რთული და ცუდი დატვირთვა, ამ ტერმინს მე არ გამოვიყენებდი, აქ საუბარია ინფორმაციაზე, რომელიც უკავშირდება იმ ალიანსს „ნაცმოძრაობასა" და გახარიას შორის, რომელიც ისედაც ყველასთვის გახდა ცხადი კონკრეტული ოთხი კოალიციის მაგალითზე. ყველამ ისედაც იცის, რომ ეს ალიანსი არსებობს, რაც შეეხება მეტ ინფორმაციას საინტერესო დეტალებთან დაკავშირებით, ამაზე გვექნება მოგვიანებით საუბარი", - განაცხადა კობახიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა