მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

საქართველოს პირველი კონსტიტუციია 101 წლისაა-შალვა პაპუაშვილის მილოცვა

ნახვები: 433 საქართველოს პირველი კონსტიტუციია 101 წლისაა-შალვა პაპუაშვილის მილოცვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საზოგადოებას საქართველოს პირველი კონსტიტუციის 101 წლის იუბილეს ულოცავს.

„ზუსტად 101 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, მაშინ, როდესაც თბილისის მისადგომებთან სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა, საქართველომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა - მტკიცე ნაბიჯი თავისუფლებისკენ და დემოკრატიისკენ. საბჭოთა ოკუპაციის უდიდესი საფრთხის ფონზე, დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო ქვეყნის პირველი კონსტიტუცია.

საქართველოს მთავარი კანონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული დოკუმენტი იყო და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რამდენიმე დღე იარსება, მან მყარი ისტორიული ფუნდამენტი შექმნა საქართველოს პოლიტიკური სისტემისა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრის კუთხით.

სწორედ ეს ისტორიული გამოცდილება და მემკვიდრეობა იყო იმის განმაპირობებელი, რომ დღეს, ჩვენს ქვეყანას აქვს კონსტიტუცია, რომელიც ეფუძნება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას და ქართველი ერის ისტორიული ნების - ევროპულ ოჯახში დაბრუნების მკაფიო, კონსტიტუციაში გაწერილ გარანტიებს.

საქართველოს კონსტიტუციის დღევანდელი რედაქცია პირველი კონსტიტუციის სულისკვეთების გაგრძელებაა და თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული საქართველოს ფუნდამენტს წარმოადგენს. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს და გულშემატკივარს, ვულოცავ საქართველოს თანამედროვე ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს", - წერს შალვა პაპუაშვილი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა