Six explosives producers to receive over UAH 900M in grants – Fedorov
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს
მიხაილო ფედოროვი - უკრაინამ ლაზერული საჰაერო თავდაცვის სისტემების ტესტირება დაიწყო
რუსეთის საგარეო უწყება: საქართველო, აფხაზეთი და ცხინვალი ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებაზე უნდა შეთანხმდნენ
ლევან ხაბეიშვილი - არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს!
შსს: არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
კახა კალაძე: თბილისში საქალაქო რკინიგზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

გამომძიებლის ცნობით, მზია ამაღლობელი დაკავებულია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით - "ბათუმელები"

12.01.2025 ნახვები: 720

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებით.

ამის შესახებ მზია ამაღლობელის ოჯახს გამომძიებელმა აცნობა.

აღნიშნული მუხლის თანახმად, „პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე“.

მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან. პირველად იგი დააკავეს სტიკერის – „გაიფიცე“ – გაკვრის გამო და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა დაკავებიდან მალევე ხელახლა დააკავეს.

მზია ამაღლობელთან 3 საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ადვოკატებს და, ასევე, უცნობი იყო, რა მუხლით იყო ის დაკავებული. იგი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა აჭარაში, რომელსაც მზია ამაღლობელმა უთხრა, რომ დაკავების შემდგომ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.

12 იანვარს, ღამის 3 საათზე, „ბათუმელების“ დამფუძნებელთან რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ შეუშვეს ადვოკატები.

შეხვედრიდან გამოსულმა ადვოკატებმა დაადასტურეს, რომ გამოძიება დაწყებულია 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, თუმცა ოფიციალურად მას ბრალი წარდგენილი არ აქვს. ადვოკატებისთვის საქმის მასალები გამოძიებას ჯერ არ გადაუცია.

მზია ამაღლობელს ბრალი უახლოეს 48 საათში უნდა წარუდგინონ.

ბათუმელები

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა