გოგი ჩახუნაშვილი - კლინიკური კვლევა მიმართული იყო იქით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამოფხიზლებულიყო და ადამიანებს არ გართულებოდათ რაიმე
Air Defense Forces down 83 of 111 drones launched by Russia in evening attack on Ukraine
War update: over 200 combat engagements in 24 hrs, Pokrovsk under heaviest assault
Kremlin says no compromise reached with Americans on peace plan for Ukraine
Fuel depot destroyed in Russia's Tambov region – CPD
Russia's war casualty toll in Ukraine up by 910 over past day
Donetsk region remains main point of dispute in negotiations – Rubio
European Commission suggests way to provide Russian assets to Ukraine without risks for Belgium

ნიკა მელია - სეთი სამარცხვინო სახალხო დამცველი ქართველ ხალხს არ ჰყოლია

17.01.2025 ნახვები: 622

თუ გუშინ და გუშინწინ, ვინმეს კიდევ სჯეროდა, რომ იოსელიანი ღირსეული ომბუდსმენი იქნებოდა, დღეს ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ის რეჟიმის მიერ დაქირავებული ზუსტად ისეთივე მავნებელია, როგორც მდინარაძე, კობახიძე და ზარქუა - ასეთი სამარცხვინო სახალხო დამცველი ქართველ ხალხს არ ჰყოლია, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

ნიკა მელიას თქმით, ლევან იოსელიანი „არჩევნების წამრთმევ ძალას იცავს კბილებით“.

„სახალხო დამცველი ხალხს და ხალხის წართმეულ არჩევანს კი არა, არჩევნების წამრთმევ ძალას იცავს კბილებით. ახლახანს „ფბ პოსტი“ დაწერა და თქვა, თუ ადამიანებს პირადობები ჩამოართვეს - მათი ნახევარი მაინც რატომ არ დგას გარეთო, ანუ ჯერ ხომ მდინარაძის მათემატიკით იანგარიშა და შემდეგ თქვა, მოწყვლადი ადამიანი, რომელზეც სახელმწიფომ იძალადა, გარეთ თუ არა არის გამოსული - არ მჯერაო.

თუ ადრე როგორღაც ამოღერღა, რომ დემონსტრანტების წამებას ჰქონდა ადგილი, ახლა ესეც გადათქვა და გაიძახის, რომ წამებას სისტემური ხასიათი არ ჰქონია.

თუ გუშინ და გუშინწინ, ვინმეს კიდევ სჯეროდა, რომ იოსელიანი ღირსეული ომბუდსმენი იქნებოდა, დღეს ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ის რეჟიმის მიერ დაქირავებული ზუსტად ისეთივე მავნებელია, როგორც მდინარაძე, კობახიძე და ზარქუა.

ძალიან სიმბოლური იყო, ლევანი რომ ე.წ. "სახალხო დამცველად" რუსული კანონის მიღების დღეს აირჩიეს, მისი განუყოფელი ნაწილია.

ომბუდსმენის შენობაში ასეთი მავნებელი არავინ მჯდარა, ასეთი სამარცხვინო სახალხო დამცველი ქართველ ხალხს არ ჰყოლია“, - წერს მელია „ფეიბუქზე“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა