ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ქრისტინე ბოტკოველი - ჩემთვის ყველა ზღვარი გადალახეს მაშინ, როცა დედაჩემს შეეხნენ ხელით

ნახვები: 758 ქრისტინე ბოტკოველი - ჩემთვის ყველა ზღვარი გადალახეს მაშინ, როცა დედაჩემს შეეხნენ ხელით

ჩემთვის ყველა ზღვარი გადალახეს მაშინ, როცა დედაჩემს შეეხნენ ხელით! მიზეზი, რომელმაც ჩამაგდო სრულ უსუსურობაში, როცა ვუყურებდი როგორ დააგდეს ძირს დედაჩემი! იქაც გითხარით და ახლაც ვამბობ, დადგება ის დრო, როცა ყველა დაისჯებით ამისთვის, - ასე ეხმაურება ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქრისტინე ბოტკოველი (ნენსი ვოლანდი) მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას.

როგორც ბოტკოველი სოციალურ ქსელში წერს, უკვე მეორედ, პოლიციამ მისი სახლიდან ტელეფონი და ყველანაირი ტექნიკა წაიღო.

„მადლობა მეგობრებო ყველას, მაპატიეთ რომ განერვიულეთ, უბრალოდ ჩემთვის ყველა ზღვარი გადალახეს მაშინ, როცა დედაჩემს შეეხნენ ხელით!

იქაც გითხარით და ახლაც ვამბობ, დადგება ის დრო, როცა ყველა დაისჯებით ამისთვის. ეს იყო მიზეზი, რომელმაც ჩამაგდო სრულ უსუსურობაში, როცა ვუყურებდი როგორ დააგდეს ძირს დედაჩემი! ყველა, ყველა პასუხს აგებთ ამისთვის რაც დღეს მომიწყვეთ, ამაში ეჭვი არც ერთი წამით არ შეგეპაროთ, მე კი ბოლომდე ვიბრძოლებ, ვერაფრით ვერ გამაჩერებთ.

მადლობა კიდევ ერთხელ ყველას.

წამართვეს უკვე მეორედ ტელეფონი და ყველანაირი ტექნიკა. ახლა მათხოვეს და ამ ტელეფონით ვერ შევედი ჩემს ძველ "ექაუნთზე", დროებით ამით ვიქნები. მადლობა კიდევ ერთხელ. ცეცხლი ოლიგარქიას!”- წერს ქრისტინე ბოტკოველი.

შეგახსენებთ, რომ დღეს პოლიცია ჩხრეკას რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტის სახლში ატარებდა. კერძოდ, სამართალდამცველები იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისა და „ფეისბუქ“ ჯგუფის, „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის (ნენსი ვოლანდი) სახლში. ასევე, ჩხრეკა ჩატარდა „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის საცხოვრებელ სახლშიც, ასევე სამოქალაქო აქტივისტ ისაკო დევიძის საცხოვრებელ ბინაში.

შსს-მ გამოძიება ორი - სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 226-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ასევე, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში აქტიური მონაწილეობას გულისხმობს, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.

მათივე განმარტებით, სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედებებს მოსამართლის განჩინების საფუძველზე ატარებდნენ.

ამ დროის ინფორმაციით, ჩხრეკისას აქტივისტი ისაკო დევიძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა