მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

დაწექი და თავზე ხელები აიფარეთ-კიევში აშშ-ს საელჩო, უკრაინაში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს

ნახვები: 439 დაწექი და თავზე ხელები აიფარეთ-კიევში აშშ-ს საელჩო, უკრაინაში მყოფ მოქალაქეებს აფრთხილებს

კიევში შეერთებული შტატების საელჩო, უკრაინაში მყოფი ამერიკელებისთვის გაფრთხილებას ავრცელებს

 

შეერთებული შტატების საელჩო კიევში, უკრაინაში მყოფი ამერიკელებისთვის გაფრთხილებას ავრცელებს და მოუწოდებს მათ თავი შეაფარონ უსაფრთხო ადგილს:

"ცნობები არის რუსეთის თავდასხმების უკრაინის რიგ დიდ ქალაქებზე, მათ შორის კიევში, ხარკოვში, ოდესაში, ივანო-ფრანკოვსკსა და მარიუპოლში. უკრაინაში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს ვურჩევთ, თავი შეაფარონ უსაფრთხო ადგილს და განახორციელონ შემდეგი ქმედებები:

თუ გესმით ძლიერი აფეთქება ან თუ სიგნალი გააქტიურებულია, დაუყოვნებლივ შეაფარეთ თავი. თუ სახლში ან შენობაში ხართ, გადადით სტრუქტურის ყველაზე დაბალ დონეზე; დახურეთ ნებისმიერი კარი და დადექით შიდა კედელთან ახლოს, ფანჯრებისგან მოშორებით. თუ გარეთ ხართ, დაუყოვნებლივ მოძებნეთ თავშესაფარი გამაგრებულ სტრუქტურაში; თუ ეს შეუძლებელია, დაწექი და თავზე ხელები აიფარეთ. გაითვალისწინეთ, რომ მაშინაც კი, თუ შემომავალი რაკეტა ან უპილოტო თვითმფრინავი შეჩერებულია, ნამსხვრევების დაცემა წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკს. თავდასხმის შემდეგ თავი შეიკავეთ ნამსხვრევებისგან და დააკვირდით მთავარ საინფორმაციო გამოშვებებს ოფიციალური მითითებისთვის,"- წერს ამერიკის საელჩო კიევში საკუთარი "ტვიტერის" გვერდზე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა